„ხელისუფლების ინიციატივის ოპოზიციის დასაშლელად დადანაშაულება გულუბრყვილობაა, ოპოზიციის დაშლა ისედაც ხდება და „ოცნების“ ძალისხმევა ამ საქმეს არ სჭირდება“

„ხელისუფლების ინიციატივის ოპოზიციის დასაშლელად დადანაშაულება გულუბრყვილობაა, ოპოზიციის დაშლა ისედაც ხდება და „ოცნების“ ძალისხმევა ამ საქმეს არ სჭირდება“

უმრავლესობა მზადაა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერი დააწესოს. მმართველი გუნდი ოპოზიციური ჯგუფების პასუხის მოლოდინშია. „ოცნება“ დარწამუნებულია, რომ ამ წინადადების შემდეგ პარტია „გირჩი“ პარლამენტში შესვლას საბოლოოდ გადაწყვეტს. ერთ-ერთ პირობას, რომელსაც პარტია აყენებდა, „ქართული ოცნება“ დათანხმდა. ამიტომაც ჯერი ახალა „გირჩზეა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ქვეყანაში მცირე პარტიებს განვითარების შესაძლებლობა ნაკლები აქვთ, ამიტომ, რაც უფრო დაბალია ბარიერი, პოლიტიკურ პარტიებს მეტი საშუალება აქვთ, რომ კონკრეტულ სათათბირო ორგანოში შეაღწიონ. ბარიერის დაწევა პოლიტიკური ველის გაჯანსაღების და ახალი მესამე ძალის გაჩენის საშუალებას მოგცემს. თუმცა ეს პარალელურად ნაციოანლების დასუსტებას გამოიწვევს, რომელიც „ოცნებამ“ სწორად გათვალა და ბარიერის დაწევის გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამას ენმ კარგად ხვდება და დიდი ალბათობით ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ეს ცვლილება არ განხორციელდეს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამ შეთავაზებით ხელისუფლებას ოპოზიციაში განხეთქილება ხომ არ შეაქვს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს და ეს თემა პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს.

ოპოზიცია კი მამუკა მდინარაძის შეთავაზებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ვაჭრობად აფასებს. ხელისფულების ოპონენტების თქმით, „ქართული ოცნება“ ბარიერით ვაჭრობას იწყებს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კვლავ ძალაშია 4-პუნქტიანი მოთხოვნა, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების თაობაზე და რიგგარეშე არჩევნების შესახებ.

რაც შეეხება „გირჩს“ for.ge-სთან იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ის ოპოზიციისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ შეთავაზებაზე მსჯელობა როგორ წარმოუდგენიათ. მისი აზრით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ინტერესს და თუკი ოპოზიციურ ჯგუფებში არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ დისკუსია, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მათ ინტერესს პატივი უნდა სცენ. თუკი ამას არ აკეთებენ, ეს უკვე აჩენს ოპოზიციურ პარტიებს შორის დისონანსს.

„ოპოზიციის დარწმუნებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ყველანაირი ფორმით ვეცდები, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული. „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდაზე თუ ამ შეთავაზებას დადებს, პარლამენტში შევალთ და დანარჩენი ოპოზიციის დარწმუნებასაც ყველანაირი ფორმით ვეცდებით.

ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ „ქართულ ოცნებასთან“, რათა ხორცი შეისხას იმ შეთავაზებამ, რაზეც ბატონი მდინარაძე საუბრობდა. ჯერ კითხვები გვაქვს. მაგალითად, გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის „ქართული ოცნება“, დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დათანხმდება? თუ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვისზე რა გაჭრის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცუდი გავლენის ქვეშ არიან და „გირჩის“ ამოცანა მათი გათავისუფლებაა. მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური სპექტრი გვაქვს წლებია და უნდა მივუტევოთ. ხვიჩია ფიქრობს, რომ ოპოზიცია რამდენიმე კაცის გავლენის ქვეშ არის და მათი გათავისუფლება მარტივი არ არის. შრომატევადი საქმეა, რადგანაც არ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც იცის, რა უნდა.

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, ოპოზიციურ სპექტრში, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ადამიანები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ. ის ადასტურებს, რომ მის პოლიტიკურ ძალას აქვს კომუნიკაცია ენმ ცალკეულ წევრებთან, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებში დეპუტატის მანდატი მიიღეს. ამიტომაც ამაზე მას საუბარი დარწმუნებით შეუძლია.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე ადამიანი საუბრობს, 30-ზე მეტი დეპუტატის პოზიცია, ფაქტობრივად, არ ვიცით. ყველასთან არ გვქონია, მაგრამ ბევრთან გვქონდა კომუნიკაცია, ამ მიმართულებით გავაქტიურდებით. ისინი არიან პარლამენტარები, ყველაზე მაღალი თანამდებობაა ჩვენს ქვეყანაში, ამაზე მეტი რა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს და თუ ამ ადამიანებს არ აქვთ უნარი, რომ თავისი პოზიცია დამოუკიდებლად გამოხატონ და დაიცვან, რა პარლამენტარზე ვსაუბრობთ. ამ დეპუტატებში არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. მარტო ნიკანორ მელიასთან ხომ არ გვქონდა შეხვედრები, გვქონდა სხვა პოლიტიკოსებთანაც კომუნიკაცია, ჩვენ ვიცით, ზოგადი განწყობა პოლიტიკური სპექტრის და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით მნიშვნელობა ამ ცვლილების და შეძლებენ თავისი პოზიციის დაფიქსირებას“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბარიერის დაწევა ყველაზე მეტად ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რადგანაც ეს მისი დასუსტების ტოლფასია. საყვარელიძე ამბობს, რომ დაწეულ ბარიერზე ისეთი პატარა პარტიები გაჩნდება, რომელიც მათი ამომრჩევლის ხმას წაიღებს. ამ მხრივ კი უფრო უკეთეს მდგომარეობაში „ქართული ოცნებაა“, რომელიც ბოლოს და ბოლოს, შეძლებს, რომ ენმ საქართველოში პირველი ოპოზიციური პარტია აღარ იყოს. თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საერთოდ ბარიერის დაწევა სახელმწიფოსთვის ცუდია, რდგანაც პარლამენტში ის პარტიები მოხვდებიან, რომელთაც ხალხის დიდი მხადაჭერა არ ექნებათ და საკონსტიტუციო ორგანოში სრული ქაოსი იქნება.

„ევროპულ ქვეყნებში საარჩევნო ბარიერი ნულამდე არ დგას, რადგანაც ეს სახელწმიფოებრივად მომგებიანი არ არის. პარლამენტში ამ დროს ბევრი ისეთი პარტია ხვდება, რომელსაც ხალხის დიდი მხადაჭერა არა აქვს და პოლიტიკურადაც დიდად ვერაფერს აკეთებს. ნულოვანი ბარიერი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი ქაოტური იქნება. თუმცა ამას საქრთველოსთვის დადებით ასპექტიც გააჩნია. აწეული ბარიერის შემთხვევაში საქართველო წაგებულია იმ მხრივ, რომ პარლამენტს ორპარტიულს ვიღებთ. ამან კი უკვე წლებია პოლიტიკური ველი ორ ძალას შორის პოლარიზებული გახადა. ამიტომაც, თუკი პატარა პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მივცემთ, შესაძლოა, ისინი გაძლიერდნენ და მესამე პოლიტიკური ძალა მივიღოთ, რომელიც ნაციონალებს ჩაანაცვლებს. ამიტომ „ოცნებისთვის“ საარჩევნო ბარიერის დაწევა ნაციონალების დასუსტების ერთ-ერთი გზაა. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ხვდებიან და ყველანაირად ცდილობენ იმას, რომ კანონში ცვლილებები არ განხორციელდეს და პარლამენტში არც შევლენ“,-აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, პატარა პარტიებმა თუ ჭკუით არ იმოქმედეს და ნაციონალებისგან დისტანცირება არ მოახდინეს, საკუთარი თავის დასამარხ პოლიტიკურ სამარეს გაითხრიან. საყვარელიძე ამბობს, რომ უკვე წლებია ქართველი ხალხი ამბობს, რომ ბაზალეთის ტბაში ოქროს აკვანია, სადაც ყრმას სძინავს და ქვეყანას იხსნის. ამოიღეს ის ოქროს აკვანი, მაგრამ შალვა ნათელაშვილი მიიღეს. ამიტომ ვერც მესამე პოლიტიკურ ძალას შექმნიან, რადგანაც ჭუკებივით დაეწყვნენ და ნაციონალების უკან დადგნენ, რომლებიც მათ საკუთარი ინტერესებისამებრ იყენებს.

„მთელი ოპოზიციური პარტიები წავიდნენ და ჭუკებივით „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დადგნენ. ეს ხომ მესამე ძალა ვეღარ იქნება. ჩვენ პარტიებს საკუთარი მტკიცე აზრზე ყოფნა უჭირთ. ამიტომ ამ პარტიებიდან მესამე ძალის შექმნა არავის შეუძლია. ახალი პარტიები თუ გამოჩნდება, ვნახოთ. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება ამ ინიციატივას ოპოზიციის დასაშლელად და შიგნით უთანხმოების გასაჩენად აგდებს, ცოტა არ იყოს პოლიტიკური გულუბრყვილობაა. ოპოზიციის დაშლა ისედაც ხდება. ნაციოანლებს აგერ თავმჯდომარე გაექცათ და ერთმანეთს ოპოზიციის ლიდერები რა სიტყვებით აღარ უპირისპირდებიან. ამიტომაც „ოცნების“ ძალისხმევა ამ საქმეს არ სჭირდება. ერთიანობას თავად არ უფრთხილდებიან და ამ პრობლემების გასაღები თავის თავში მოიკითხონ. მსხვილი ოპოზიციური პარტიის დაშლა „ოცნებას“ რაიმე მექანიზმით თუ უნდა რა გასაკვირია? თავად ოპოზიციას მმართველი პარტიის დაშლა არ უნდა?“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.

 

 

 

Aburjga Tasmanieli ეუკანასკნელი არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური და პოლიტიკის ეგიდით მიმდინარე მოვლენებმა ქათველ ხალხს ნათლად დაანახა, რომ შედგება პარლამენტი, არ შედგება, შევა ოპოზიცია, არ შევა, გაყალბდება თუ სამართლიანად ჩატარდება არჩევნები ... ყველა შემთხვევაში ამ ე.წ. დემოკრატიულ პროცესებს ერისათვის, ქვეყნისათვის მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს! მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შემხედვარე უბრალო (არაპარტიული) მოქალაქეების უმეტესობამ ადექვატურად აღიქვა შექმნილი რეალობა, გარდა პოლიტიკოსებისა და მათთან აფილირებული მედია ჯგუფებისა, რომლებიც საკუთარ ილუზიორულ სამყაროში იხარშებიან და საკუთარი მნიშვნელობის განდიდების მანიით შეპყრობილები მოქმედებენ! ხალხის უმეტესობამ ნათლად დაინახეს ქვეყანას ყავს ნორმალური მთავრობა. იმდენად ნორმალური, რომ ასე თუ ისე ვინც ერკვევა ისტორიაში ყველასთვის ნათელია უკეთესი, უფრო ჰუმანური და კომპეტენტური მთავრობა საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ჰყოლლია. ამ მთავრობას ყავს თავმჯდომარე პრემიერ მინისტრი, რომელიც სრულიად შეესაბამება თავის პოსტს, თითქმის ყოველთვის ჰუმანურად ადექვატურია ყველა იმ პრობლემის და გამოწვევის წინაშე რომელიც ყოველდღიური რეალური საქმიანობისას ითხოვს გადაწყვეტას!
3 წლის უკან