ქაშაყი ბოსტნეულით

ქაშაყი ბოსტნეულით

ინგრედიენტები

1   ცალი დამარილებული ქაშაყი

3   ცალი მოხარშული კარტოფილი

2   ცალი მჟავე კიტრი

2   თავი ხახვი

1   ცალი მოხარშული სტაფილო

2   ცალი ბულგარული წიწაკა

2   ცალი მოხარშული კვერცხი

3   ს/კ მწვანე ბარდა (დაკონსერვებული)

2   ს/კ მაიონეზი

2   ს/კ არაჟანი

მწვანე ხახვი სურვილისამებრ

მომზადება

მოხარშული კარტოფილი და მჟავე კიტრი დაჭერით წვრილად; ხახვი – რგოლებად. მოხარშული სტაფილო გახეხეთ. ბულგარული წიწაკა დააქუცმაცეთ წვრილ, გრძელ ნაჭრებად. მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად.

დამარილებულ ქაშაყს გადაავლეთ წყალი. შეძლებისდაგვარად მოაცალეთ ფხები და დააქუცმაცეთ.

სალათის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ. ჩაუმატეთ მწვანე ბარდა. მოასხით მაიონეზისა და არაჟნის ნარევი. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ. კერძი სურვილისამებრ გააფორმეთ დაჭრილი მწვანე ხახვით.