„მთავარია,  შენ თვლი თუ არა სუსტად თავს, ხელისუფლება სწორედ მაგაში აგებს - ის უფრო ძლიერად მიიჩნევს ოპოზიციას, ვიდრე რეალურად არის“

„მთავარია,  შენ თვლი თუ არა სუსტად თავს, ხელისუფლება სწორედ მაგაში აგებს - ის უფრო ძლიერად მიიჩნევს ოპოზიციას, ვიდრე რეალურად არის“

ხელისუფლებას, რომელიც ივანიშვილის გავლენის გარეშე დარჩა, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ახლა ძალიან რთული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს თვითმმართველობის ბედს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, პოლიტოლოგი თვლის, რომ იგი უნდა დაიჭირონ.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

სააკაშვილი ამბობს, რომ დაუმორჩილებლობის აქცია არის პირველი მერცხალი, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი. დაუმორჩილებლობის აქციაზე მონაწილეებმა დაარღვიეს კომენდანტის საათი, მაგრამ პოლიციას ადგილზე არ გამოუყენებია კანონით გათვალისწიენებული ზომები. ის, რაც დასაშვებია ოპოზიციისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის, რატომ არის დაუშვებელი რიგითი ადამიანებისთვის? როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ერიდება ოპოზიციასთან დამატებით კონფლიქტს?

რამაზ საყვარელიძე: აბსოლუტურად სწორი დიაგნოზია. ფაქტია, რომ ერიდება ოპოზიციასთან დამატებით კონფლიქტს, მაგრამ აქ არის მთავარი კითხვა – სწორია თუ არა ეს მორიდება? მახსენდება ნახევრად ანეკდოტად მოსული ამბავი – როცა ბერია თბილისში მუშაობდა, კონსტანტინე გამსახურდიამ ჩოხაში გამოწყობილმა ცხენით ჩაიარა და ამოიარა ბერიას სამუშაო შენობასთან, ერთ დღეს ბერიამ ფანჯრიდან გამოყო თავი და ასეთი რამ თქვა: „კოწია, რაც არ უნდა ჰქნა, არ დაგიჭერ“.

ანუ, არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც მომენტში თვლიან, რომ თუ მათ დაიჭერენ, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით მათთვის უფრო მომგებიანი იქნება. პრინციპში ბერიას ვერავინ ვერ დასწამებდა დაჭერას, უბრალოდ არ უნდოდა, რომ გმირის გვირგვინი მიეღო ოპოზიციას. ანალოგიური მოტივია ამ შემთხვევაშიც. მე მგონია, ხელისუფლება ვერ პოულობს იმ ოქროს კვეთს, რომელიც ამ შემთხვევაში არის აუცილებელი.

ხელისუფლება ოპოზიციასთან კონფლიქტში არ შედის იმ მოტივით, რომ ერიდება დასავლეთის კრიტიკას. მისი ამ სისუსტით გათამამებული დესტრუქციული ოპოზიცია შეძლებს პროცესების რადიკალიზაციას?

– დასავლეთის შიში არის, მაგრამ ვფიქორობ, რომ თვითონ ხელისუფლებას გაზვიადებული აქვს ეს შიში.

შიში, რომელიც აჩენს სისუსტეს?

– იმის გრძნობა, რომ სუსტი ხარ, აჩენს შიშს. რეალურად, ხარ თუ არა სუსტი, ამას ცხოვრება გვიჩვენებს. რეალურ სისუსტეს იმდენად დიდი მნიშვნებლობა არ აქვს, რამდენადაც იმას, შენ თვლი თუ არა სუსტად შენს თავს. ხელისუფლება სწორედ მაგაში აგებს. ის უფრო ძლიერად მიიჩნევს ოპოზიციას, ვიდრე რეალურად არის. ეს ძალიან სერიოზული ხარვეზია. ხელისუფლებამ ის დასკვნებიც კი არ გააკეთა, რაც წესით უნდა გაეკეთებინა. დღეს, უცხოეთი არ იძლევა იმ რეაქციებს, რაც ასე აფრთხობს ხელისუფლებას. ასე რომ იყოს, მაშინაც კი, გამართლებული არ არის ხელისუფლების მხრიდან პანიკური შიში - ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოა.

შეგახსენებთ, თავის დროზე ნიკა მელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც ვეღარ მოითმინა და პირდაპირი გაგებით აგინა მელიას. მთელი საქართველო აღფრთოვანებული იყო კვირიკაშვილის საქციელით. შენი მოქალაქეები რა შემთხვევაში გიჭერენ მხარს და რა შემთხვევაში გაკრიტიკებენ, ამას აქვს მნიშვნელობა, გარდა იმისა, უცხოელები როდის გაკრიტიკებენ, ან მხარს გიჭერენ. ხელიუფლება ამას არ უწევს ანგარიშს.

საპარლამენტო ეთიკის თვალსაზრისით ცუდად მოიქცა კვირიკაშვილი, მაგრამ მოსახლეობის თვალში მან მეტი პლუსი მიიღო. შევხედოთ როგორ მოქმედებს სააკაშვილი, ისე იქცევა, როგორც მის ამომრჩეველს სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის ამომრჩეველთან აქვს ორიენტაცია. „ქართულ ოცნებას“ თავის ამომრჩეველთან ორიენტაცია არ აქვს. ვფიქრობ, ეს არის „ქართული ოცნების“ ძირითადი შეცდომა.

ეს შეცდომა რამდენად ძვირად შეიძლება დაუჯდეს ხელისუფლებას?

– რამდენი წელი გავიდა, მაგრამ სააკაშვილს მხარდამჭერები არ აკლდება და რატომ? იმიტომ, რომ მათ გემოვნებას და პოზიციას ითვალისწინებს. თუ ხელისუფლება თავის ამომრჩეველს არ გაუწევს ანგარიშს, მან შეიძლება ეს ამომრჩეველიც დაკარგოს. ხელისუფლება დიდი ხანს თამაშობდა „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად გამოცხადების პროცესს. ასევე ნაციონალებიც ცდილობდნენ, რომ საფრთხობელად „ოცნება“ გამოეყვანა, მაგრამ ამავე დროს, რადგან მისი ამომრჩეველი ითხოვს აგრესიულ სტილს, ესენიც აგრესიულები არიან.

პოლიტიკას უყვარს ვაჟკაცურობა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ვაჟკაცურობა არ გამოავლინა, მოვა ახალი პარტია, ვაჟკაცურად შესძახებს ერთ–ორ ფრაზას და „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება გარიყული. დღეს, „ქართულ ოცნებას“ თავისი მოხრეები არ ჰყავს, ძირითადად ნაციონალების მოწინააღმდეგების ხარჯზე არსებობს. ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება „ქართული ოცნება“. „ოცნების“ რამდენი მყარი გულშემატკივარი ვიცი, რომელიც ამბობს, რომ თუ ხელისუფლება დავითგარეჯის საქმეში სირბილეს გამოიჩინეს და დათმობს, ასეთ შემთხვევაში „ოცნებას“ ხმას არ მივცემო. „ოცნების“ მხარდამჭერებში მომწიფდება ეს დამოკიდებულება, რომ თუ გაგრძელდება ასეთი პოლიტიკა, ხმას არ მისცემენ.

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარეშე დარჩილი „ქართული ოცნებისთვის“ რამდენად რთული იქნება პროცესების მართვა? პარასკევი არის ბოლო დღე, როდესაც ნიკა მელიამ გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს. ამბობს, რომ არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, მელია პარტიის ოფისში იქნება დაცული...

– სანამ სახელმწიფოს არ ექნება სიმკაცრის უნარი, მანამდე საფრხე იქნება. იმიტომ, რომ ადამიანები, როგორც წესი, სახელმწიფოსგან ითხოვენ ძალას, კანონის აღსრულებას. თუ სახელმწიფომ ეს ძალა არ გამოავლინა, მისი მიმართ სერიოზული დამოკიდებულება ნამდვილად აღარ იქნება. რაც შეეხება მელიას, დაიჭირონ და ამომრჩეველი არ იგრძობს, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა კანონი აქვს ოპოენეტების წინააღმდეგ.

გოცირიძეს განცხადება არის იმის პროვოცირება, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდი, რომ ამაზე ატყდეს ხმაური. მე მაინც მიმაჩნია, რომ ჯობია ეს ხმაური ატყდეს, ვიდრე ამომრჩეველმა უუნაროდ ჩათვალოს ხელისუფლება, რომელსაც საყვედურობენ, რომ გაბედული მოქმედება აკლია. ჯერჯერობით პროცესების მართვის უნარი არ აქვს. ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის გავლენის გარეშე დარჩა, ძალიან რთული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს თვითმმართველობის ბედს. ძალიან მაინტერესებს როგორ იმოქმედებს ხელისუფლება.