„ევროპაში მინისტრებს ნიშნავენ მისი მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე, წულუკიანი კულუტურის სფერო იქნება თუ სხვა დარგი, ყოველთვის წარმატებული იქნება“

„ევროპაში მინისტრებს ნიშნავენ მისი მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე, წულუკიანი კულუტურის სფერო იქნება თუ სხვა დარგი, ყოველთვის წარმატებული იქნება“

პროტესტი ჯერ არდანიშნული კულტურის და სპორტის მომავალი მინისტრის წინააღმდეგ - კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი და ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად არ დანიშნოს. მათი აზრით, წულუკიანის დანიშვნა პროფესიონალებთან კონსულტაციისა და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე საშიში ტენდენცია იქნება.

cancelThea - ასე ჰქვია პეტიციას, რომლის ავტორებიც ამბობენ, რომ მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებით და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, არ აძლევთ იმედს, რომ ის სფეროს კარგად იცნობს და მის მენეჯმენტს შეძლებს. მათი თქმით, არ ახსენდებათ თეა წულუკიანის არც ერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით თეა წულუკიანის მინისტრად დანიშნვას, მისი ღირებულებები, საჯარო აქტივობა და მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, დადგება საფრთხის ქვეშ. მეტიც, არ გაგვაჩნია არანაირი საფუძველი არ გვჯეროდეს კულუარებში გავრცელებული ცნობებისა, რომელიც წინასწარ გვამცნობს სპორტისა და კულტურის სფეროებში დასაქმებული პროფესიონალების პოლიტიკური ნიშნით შესაძლებელ დათხოვნას. არ დავუშვებთ მის მიერ განხორციელებულ კონტროლს, ჩვენი პირადი და სოციალური სივრცის შესწავლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არ დავუშვებთ ცენზურას იქ, სადაც ჩვენი ხმა თავისუფლად უნდა ისმოდეს. სადაც და როგორც შევძლებთ, ყოველთვის მის წინააღმდეგ ვიქნებით“, - წერია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ხელმომწერები მთავრობისგან მეტ გამჭვირვალობას, ინფორმაციის გასაჯაროებასა და სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა თეა წულუკიანის საჯარო გასაუბრების მოსმენას.

ცნობილი ხდება, რომ თებერვალში ქვეყანას 11 მინისტრის ნაცვლად 12 მინისტრი ეყოლება. გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფოდა.

მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ მინისტრის სავარძელს თეა წულუკიანს ჩააბარებდნენ. თუმცა სახელდებოდა მეორე კანდიდატურაც, ელისო ბოლქვაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 მინისტრის ვინაობა უკვე გადაწყვეტილია. მმართველ გუნდში კოლსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თეა წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ.

ამ გადაწყვეტილებით პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე თეა წულუკიანი მინისტრის რანგში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება.

მოძრაობა „ხალხისთვის“ წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ თეა წულუკიანი სამინისტროს კომისარი იქნება. ის ისეთივე წარმატებული მინისტრი იქნება, როგორც იუსტიციის მინისტრად იყო, რომელმაც სისტემაში მურუსიძე და ჩინჩალაძე ჩააბეტონა.

„თეა წულუკიანი თუ მინისტრად დაინიშნა, ის სამინისტროს კომისარი იქნება. მას იმ სფეროშიც არაფერი გაუკეთებია, სადაც ამდენი ხანი მოღვაწეობდა. სრულიად წარუმატებელმა მინისტრმა, რატომ უნდა ჩაიბაროს ისეთი სფერო, რაშიც საერთოდ ვერ ერკვევა. მან ისუტიციის სამინისტროში მურუსიძე და ჩინჩალაძე ჩააბეტონა. მისი ამდენ წლიანი იუსტიციის სამინისტროში მოღვაწეობის შედეგი მხოლოდ ესაა, ხალხს თავი ამით დაამახსოვრა. გადავხედოთ სტრასბურგის შერჩევის პროცესი როგორ წარიმართა. სანამ სია თავზე არ გადაგვახიეს და კანდიდატები არ შევცვალეთ, მანამდე სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე ვერ დავნიშნეთ. მას იმ სფეროში არა აქვს არავითარი დადებითი მაჩვენებელი, რომელიც იცოდა და რომელიც არ იცის, იქ რა უნდა გააკეთოს?“, - აცხადებს ანა დოლიძე.

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ გაუგებარია წინასწარ რატომ უნდა იყოს იმაზე საუბარი, იქნება თუ არა თეა წულუკიანი კარგი კულტურის მინისტრი? ოქიტაშვილის თქმით, მას გრიგოლ ვაშაძესთან მუშაობა მოუწია და ის დიპლომატი იყო, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი ძალიან კარგად გაართვა. ამიტომაც წუხილი იმაზე, რომ რადგანაც წულუკიანი კულტურის სფეროს წარმომადგენელი არაა, ის ცუდი მინისტრი იქნება, ლოგიკას მოკლებული არგუმენტია.

„დღეს ქართული კულტურა არ არსებობს. კულტურის სამინისტრო სრულიად დაშლილია და წარმოუდგენელი პრობლემების წინაშე დგას. სწორედაც ვფიქრობ, რომ ამ პრობლემებიდან გამომდინარე, წულუკიანის კანდიდატურა ამიტომაც შეირჩა. კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის სახეა და თეა არის კარგი მენეჯერი. ამიტომაც ის ამ პრობლემების გადაწყვეტას შეძლებს. კულტურის სამინისტროში არის ადამიანთა ჯგუფი ჩაბუდებული, რომლებსაც უნდოდათ, რომ სამინისტრო რაღაცა ფონდად და დეპარტამენტად გადაეკეთებინათ. ადამიანი ჯერ სამინისტროში არ მისულა და ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არაა. თეას კარგად ვიცნობ და ძალიან ძლიერი მენეჯერია. მას საფრანგეთის ადმინისტრაციული სკოლა წარჩინებით აქვს დამთავრებული.

წულუკიანი თუ ამ სამინისტროს სათავეში ჩაუდგა, ის მას ნულიდან აღადგენს. თეას ეყოლება მრჩევლები და გვერდით ამ სფეროში გამოცდილი მოადგილეები, რომელთა დახმარებითაც წარმატებას მიაღწევს. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება. მე მიმაჩნია, რომ ის კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებს ყველაზე კარგად გაუმკლავდება. ვინ უნდა მოგვეყვანა ისეთი, ვინც ამხელა პრობლემებს გაუმკლავდება? სწორედაც ასეთი მტკიცე ხასითის და მენეჯერული თვისებების მქონე ადამიანია საჭირო, რომ ამ სამინისტროს ნულიდან აღდგენა მოხდეს. წულუკიანს ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ხვდება და ბევრი სამუშაო ექნება. მან კომიტეტში უკვე ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელიც ამდენი ხანი გაყინული იყო. თეა ამ გამოწვევას თავს გაართმევს“, - აცხადებს ოქიტაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ თეა წულუკიანი საკმაოდ კარგი და გამოცდილი მენეჯერია, რომელიც თუკი კულტურის მინისტრად დაინიშნება, წარმატებებს მიაღწევს და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია. აბაშიძე ფიქრობს, რომ წულუკიანი ქარიზმატული და გამოკვეთილი პოლიტიკოსია, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია. ამიტომაც, რა საკვირველია, ის ოპონენტს არ მოსწონს, როგორც გახარია, კალაძე და სხვა „ოცნების“ წარმატეებული პოლიტიკოსები. მისი აზრით, წულუკიანმა უკვე წლებია დაგვიმტკიცა, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსია.

„წულუკიანი კულუტურის სფერო იქნება თუ სხვა დარგი, ყოველთვის წარმატებული იქნება. ამიტომაც ოპონენტებს ეს აღიზიანებთ. დაკვირვებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ადამიანები, ყოველთვის ხვდებიან აგრესიით იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც წარმატებულები არიან. წულუკიანს ნებისმიერ სფეროში, სადაც ის იქნება, წარმატებას ვუსურვებ. ის არგუმენტი, რომ თითქოს წულუკიანი, რადგანაც კულტურის სფეროს წარმომადგენელი არ არის, თავს ვერ გაართმევს, აბსურდია და პოსტსაბჭოთა დროინდელი მიდგომაა.

ევროპაში მინისტრებს ნიშნავენ მისი მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე, რომელსაც კარგი მართვის უნარები აქვს და არა იმის მიხედვით, რომელი სფეროს წარმომადგენელია. როცა კარგი მენეჯერი ხარ, იმას ნიშავს, რომ დარგს სათავეში ჩაუდგები და პროფესიონალი მრჩევლები გეყოლება, რომლებიც მართვაში დაგეხმარებიან. ამიტომ საერთაშორისო პოლიტიკაში მიღებულია, რომ პროფესიონალი მენეჯერი, ხან რომელი ფრონტის ხაზზეა და ხან რომელის. ამიტომ ეს არგუმენტები თითიდან გამოწოვილია“,-აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.

ზაზა გია აბაშიძე შე მაგარო ყლეო
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კულტურას სამინისტრო არ სჭირდება! ეთიკას კი, ადამიანთა შორის კომუნიკაციის ეთიკას ვგულისხმობ! კულტურა ვიღაცას რაღაც დარგი ჰგონია! ასე არ არისთვით უკულტურობაც" კულტურის შემადგენელი ნაწილია! მაგალითად ძველი ბერძნული კულტურის ნაწილია პედოფილია ათენის აკადენიასთან, ჰომეროსთან და ფიდიასთან ერთად!!
ქალბატონი წულუკიანი უნდა იყოს პარლამენტში, როგორც მოაზროვნე, იდეის გამტარებელი, იურიდიული ნიუანსების მცოდნე პრინციპული ადამიანი!
3 წლის უკან
trampi ეეეეხ..... ზაზა ... ზაზა
მაინც ვერ ისვენებ....დღემდე მაინც საქართველოზე იყრი ჯავრს!
.....არადა ჩვენ ადრე რამდენჯერმე გვილაპარაკია.....
იქნებ შენც იმას ამბობ გარეჯის ეგ ნაწილი აზერბაიჯანისაააო??..ეგრეაააა?
შენ ხომ ზვიადის გვერდით იდექი.......მერე? ეს გიჟი ხომ ზვიადის სრულიად საპირისპირო საქმეეებს აკეთებს? მერე მიშაზე ასე ძააან რატო აფანატებ?
მხოლოდ იმიტომ რომ ედიკა გადაააგდო და ზვიადის გამო თქვენი ჯავრი იყარა, (ასე ვთქვათ გული მოგფხანათ) ზვიადის ერთგულება მიშაზე როგორ გადაიტანე----ეგ ხომ საქართველოს მტერია?(ისევე როგორც ბევრი სხვა.... ადრეც და ეხლაც ფულის გამო ბევრი ებრძვის--ებრძოდა საკუთარ ქვეყანას)
მერე??
არა ,.. ეს ოცნება რომ ნაგავია გასაგებია, არ უნდა მაგას მტკიცება, მაგრამ შენ საქციელს უბრალოდ ვერ ვიგებ (ისე ნაცებს და მაგათ ერთ დიდ ხაროში ჩავყრიდი და დავაჭმევინებდი ერთმანეთს)
თან ამბობ უზენაესი საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვიყავიო...გასაგებია...... წესით განათლებული წესიერი კაცი უნდა იყო და ასე მწარედ რატო იქცევი? ბოლო ბოლო არ შეგფერის ...ისე კი ნება შენია-- რაც გინდა და როგორც გინდა ისე ქენი... მაგრამ შენგან მასეთი საქციელი უბრალოდ საწყენია...,.........მასე ,,სხვებსაც,, ადგებათ ,,ჩრდილი,,
მოკლედ უბრალოდ მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ იცი
აბა ჰეე.....სიკეთე გქონდეს
3 წლის უკან