შოკმანჟე

შოკმანჟე

ინგრედიენტები

4   ცალი კვერცხი

150   გრამი კარაქი

150   გრამი შაქარი

1   ცალი შავი შოკოლადი

5   ს/კ წყალი

მწიკვი ვანილი

2   ჩ/კ კონიაკი/არაყი

მომზადება

4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ და გავაკეთოთ ბეზე. შემდეგ ნელ-ნელა ჩავაყაროთ შაქარი, სათითაოდ ჩავასხათ კვერხის გულები და თან შეუჩერებლად ვთქვიფოთ.

პარალელურად გაზზე (დაბალ ცეცხლზე) დავდგათ კარაქი, დავამატოთ 5 სუფრის კოვზი წყალი, ჩავამტვრიოთ შოკოლადი და ვურიოთ გადნობამდე.

შემდეგ ჩავასხათ ბეზეში ნელ-ნელა და თან მიქსერით ვურიოთ რომ არ აიჭრას.

შემდეგ დავამატოთ ცოტა ვანილი, ჩავამატოთ არაყი ან კონიაკი, ერთხელ კიდევ კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, ჩავასხათ ჭიქებში და შევდგათ საყინულეში.

როდესაც გაიყინება, გამაგრდება, შოკმანჟეც მზად არის და გემრიელად მიირთვით.