„ნაცმოძრაობას“ ერთადერთი გეგმა აქვს, როგორმე საკონსტუტიციო ცვლილება არ განხორციელდეს და საარჩევნო ბარიერი არ შეიცვალოს“

„ნაცმოძრაობას“ ერთადერთი გეგმა აქვს, როგორმე საკონსტუტიციო ცვლილება არ განხორციელდეს და საარჩევნო ბარიერი არ შეიცვალოს“

საპარალამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო და ოპოზიციონერი დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმა. მმართველმა გუნდმა ოპონენტებს მეორე შანსი მისცეს იმისა, რომ საბოლოოდ პოზიცია შეცვალონ და პარლამენტში ვიხილოთ.

თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ პარლამენტში ან არავინ შევიდეს, ან ვინც შევა, ძვირად დაუჯდება.

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის წევრებს მანდატები არ გაუუქმა. რატომ მიიღო მმართველმა გუნდმა აღნიშნული გადაწყვეტილება?

- პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა „ქართული ოცნებისადმი“ და ასევე, ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ არ დაკეტილიყო ის კარი, რომლის გაღებაც შემდეგ შეუძლებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზიცია, იცით, რომ მხოლოდ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩები კი არა, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, არც ერთ მათგანს არსად არ უთქვამს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს. რაც ყველაზე მთავარია, არავის არსად არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. „ქართული ოცნება“ თუკი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბუნებრივია, ამით პროცესი დასრულდებოდა - აღარც დიალოგს, აღარც მოლაპარაკებებს აზრი არ ექნებოდა.

რა თქმა უნდა, განცხადებების გარდა, არსებობს შეჩერების მექანიზმი. თუ ოპოზიციის წევრები საგაზაფხულო სესიებს არ დაესწრებიან, უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ. ფაქტობრივად, მათ საშემოდგომო სესიამდე მანდატები შეუნარჩუნდებათ. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სწორი ნაბიჯი იყო. მმართველმა გუნდმა დატოვა სივრცე დიალოგისთვის და მათ შორის კომპრომისისთვის. ცნობილია, რომ პაკეტია მომზადებული, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას თვითმართველობის არჩევნების დროს, საარჩევნო ბარიერის დაწევას, იგივე ეხება ხმის მიცემის პროცედურებს და ა.შ. ამიტომ, ეს საკითხები, რომელიც ეუთოს რეკომენდაციებში გვაქვს და გვირჩევენ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საარჩევნო რეფორმა, ამ მხრივ პროცესი დაწყებულია.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში თუ ოპოზიცია ჩაერთვება. აქედან გამომდინარე, ეს იყო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, კონკრეტულ პარლამენტის წევრებზე, რომლებმაც ისე დაწერეს განცხადებები, რომ არ აუხსნიათ რატომ არ სურთ პარლამენტში შესვლა. ასევე, ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან როგორი შანტაჟი მიდის ყველა იმ პოლიტიკურ პარტიაზე თუ დეპუტატზე, ვინც პარლამენტში შევიდა, ან ვინც ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა უნდა.

ოპოზიციის მხრიდან რა ქმედებებს უნდა ველოდოთ ან რადიკალური ოპოზიციის გეგმები რა იქნება?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი გეგმა აქვს, რომ როგორმე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საკონსტუტიციო ცვლილება არ შევიდეს და საარჩევნო ბარიერი არ შეიცვალოს. ცნობილია, რომ 2024 წელს 5%-ანი ბარიერი იქნება. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ არავის აქვს რესურსი საარჩევნო ბარიერის გადალახვის. რაც ყველაზე მთავარია, იგივე თვითმმართველობის არჩევნების დროს, არსებული ბარიერის გადალახვის პრობლემაც ექნებათ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა, რომ ამ ფორმით გახლიჩოს ის მონაპოვარი, რომელიც 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო თუ საარჩევნო რეფორმის შედეგად მივიღეთ. ამ ცვლილებით პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდა. ჯამში 14 პოლიტიკური პარტიაა. ნახევარმილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი სხვა პოლიტიკურ ძალებს დაუჭირა და არა „ქართულ ოცნებას“. ეს შედეგი მივიღეთ და ეს შედეგი არის ყველაზე მიუღებელი სწორედ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამიტომ, ერთი მხრივ ისინი უზრუნველყოფენ პარლამენტში ან არავინ შევიდეს, ან შევიდეს და ვინმეს ძალიან ძვირად დაუჯდეს პარლამენტში შესვლა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიქმნას, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო რეფორმას.

მეორე მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ უმრავლესობაში ვერასოდეს დაბრუნდება. ასევე ქუჩიდან შეეცდებიან „ქართული ოცნება“ დააზიანონ და ქვეყანაში სტაბილურობა შეარყიონ.

თქვენ ახსენეთ, რომ ოპოზიციას ძვირად დაუჯდება თუკი პარლამენტში შევა, ელისაშვილს ძვირად დაუჯდება?

- თქვენ ხედავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ როგორი უარყოფითი განწყობაა. განსაკუთრებით ელისაშვილის მიმართ ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ იგივე ნინია კაკაბაძის და სხვა დემოკრატიული მედიის „დამცველებისგან“ განცხადებები, რომ ელისაშვილი ტელევიზიებში აღარ უნდა მიიწვიონ. ნახეთ იგივე თუ რა სიტყვებით მოიხსენია უმანდატო გიგი უგულავამ მანდატიანი „გირჩის“ წევრები. რა თქმა უნდა, დანარჩენი ოპოზიციისთვის ეს მაგალითია, რომ მათ ამ ტელევიზიებში გამოჩენა აეკრძალებათ და მათი „გაშავების“ პროცესი დაიწყება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ნაწილისთვის, ვისაც სურვილი აქვს პარლამენტში შესვლის, მათთვის დიდი ზეწოლა და წნეხია. მეორე მხრივ, ვინც პარლამენტში არ შევა, ვინც საკუთარ მხარდაჭერას არ გააძლიერებს და საპარლამეტო ტრიბუნას არ გამოიყენებს, პოლიტიკური სივრციდან საერთოდ გაქრება. მაგალითად, აღარ ჩანს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაშიც მოგებული დარჩება, რადგან თუ ქუჩაში გავლენ, დომინანტები კვლავ ისინი იქნებიან და თუ პარლამენტში არ შევლენ, მათთვის არაფერი დაშავდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასში შემავალი ბლოკის წევრებს იგივე კახა ოქრიაშვილს, მანუჩარ კვირკველიას, ცეზარ ჩოჩელს, ასევე „ლელოს“ წევრებს დავით უსუფაშვილსა და ფიქრია ჩიხრაძეს და კიდევ სხვებს პარლამენტში შესვლა უნდათ. ამის შემდეგ ოპოზიციაში „ომი“ გაჩაღდება?     

- ბუნებრივია, შეიძლება არსებობენ ადამიანები ვისაც პარლამენტში შესვლის სურვილი აქვთ. მათთვის კარი ღიაა. მათ შეუძლიათ ხვალვე მივიდნენ და სამუშაო პროცესი დაიწყონ. ეს სერიოზული წარმატება იქნება მათთვის, როგორც კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის. ძალიან რთულია „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლასა და ბულინგს გაუძლო.

თუ ოპოზიციის ეს ნაწილი პარლამენტშ შევა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დარტყმა იქნება?

- არ იქნება, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ოქრიაშვილი გუშინ „ქართულ ოცნებაში“ იყო, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაშია“ და ხვალ სად იქნება ღმერთმა იცის. იგივე ეხება ჩოჩელს, რომელსაც მილიონები მიატანინეს „ნაციონალური მოძრაობაში“ და დაახარჯინეს რათა პარლამენტის წევრი გამხდარიყო. იგივე მოხდა დილარ ხაბულიანთან და სხვებთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის მთავარია მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა პარტიის თავმჯდომარედ ვაშაძე იქნებოდა თუ მელია. ახლა ვითომ ახალი სახეებიც მიიყვანეს. მით უმეტეს მნიშვნელობა არ ექნებოდა ამ პარტიაში შემავალი ბლოკის წევრების ბედს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინც არ უნდა შევიდეს პარლამენტში, მათი ამომრჩევლის თვალში არ დაზარალდება, პირიქით რაც უფრო მეტ მოღალატეს გამოააშკარავებენ, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უფრო ამაღლდებიან.

მმართველი გუნდიდან ოპოზიციისთვის შანსის მიცემა ნიშნავს იმას, რომ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად კვლავ ვიხილავთ?

- ძალიან კარგი იქნება, თუ დიალოგი გაგრძლედება და კომპრომისი გამოინახება. კარგი იქნება თუ პოლიტიკური გარემო დამშვიდდება. კარგი იქნება, ვინც აირჩია ხალხმა, თუ ყველა პარლამენტში შევა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტში გაგრძელდება.

Aburjga Tasmanieli ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავწერო - ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს პარლამენტი საერთოდ თუ არ ექნება კარგზე კარგი იქნება. ქვეყანა დაისვენებს ამ საპარლამენტო ბრძოლა-კინკლაობა-ჯამბაზობისაგან! პრეზიდენტი და მთავრობა სავსებით საკმარისია. იქნება საჭირო რაიმე კანონი, მას შეიმუშავებს დაქირავებული დამოუკიდებელი საკანონმდებლო ჯგუფი. განიხილავს მთავრობა და უშიშროების საბჭო, დაამტკიცებს პრეზიდენტი. ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს და შეასბამისად საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები. რაიონული დაყოფა უნდა შენარჩუნდეს და რაიონს უნდა მართავდეს პრეზიდენტის დამტკიცებული მთავრობის წარმომადგენელი. არჩევითი იქნება მხოლოდ პრეზიდენტი 7 ან 8 წლის ვადით. პრეზიდენტს უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლების ყველა შტო გარდა სასამართლოსი! სასამართლო უნდა იყოს არჩევითი ოღონ არა უვადო!
თუ აქ გამოთქმულ ჩემს საფუძვლიან მოსაზრებებს კარგად გავაანალიზებთ, დავხვეწავთ და თავს დავაღწეთ ამ წყეულ დასავლური დემოკრატიის ბრმად კოპირების პროცესს, ჩვენი ქვეყანა დინამიურად განვითარდება და ქვეყანაში, საზოგადოებაში დადგება თანხმობისა და აღმშენებლობის ეპოქა!
3 წლის უკან
Ninja გეთქვა, შე კაი ადამიანო პირდაპირ, თუ კონსტიტუციური მონარქია გინდოდა. პატივისცემით. ??
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მონარქი, მეფე, პრიცი, პრინცესა, თავადი, აზნაური და ა.შ. ?! ამას ისევე პარლამენტი ჯობს! ჩემტვის კატეგორიულად მიუღებელია! ის კი არა ეს საშინელებაც კი არის!
3 წლის უკან