პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 2 თებერვალს კი პარლამენტში მუშაობის დაწყების პირველი დღე იყო მათთვის. ამასთან, საპარალამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატები არ გააუქმოს და ლიდერებს მეორე შანსი მისცეს იმისა, რომ საბოლოოდ პოზიცია შეცვალონ და პარლამენტში ვიხილოთ. ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, ელისაშვილის და იოსელიანის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ხომ არ იქნება დანარჩენი ოპოზიციისთვის გარდამტეხი? მოსალოდნელია შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება?
- ელისაშვილმა და იოსელიანმა, როგორც სუვერენულმა პოლიტიკურმა სუბექტებმა, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ შევიდნენ პარლამენტში. ამით მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ შესაძლებელია დაეხსნა ამ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც სინამდვილეში წნეხის და ბულინგის სისტემაა. ისინი საზოგადოების წინაშე წარდგნენ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია და ამით მათ მაგალითი აჩვენეს. არ გამაჩნია ინფორმაცია, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, მაგრამ ფაქტია, რაღაც პრეცენდენტი და მაგალითი შექმნეს.
პარტია „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უმრავლესობას აქვს ინფორმაცია, კიდევ 20 ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლმენტში შემოსვლა. როგორ ფიქრობთ, ვინ არის ეს 20 დეპუტატი?
- რაც შეეხება იმ საკრარულ 20-ეულს, რომელზეც ილაპარაკა ბატონმა კობახიძემ, ხშირად აღმინიშნავს ინტერვიუებში, იყო ალბათობა იმისა, რომ ოპოზიციურ რიგებში აღმოჩნდებოდნენ ადამიანები, რადიკალური ფრთის პოზიციებს რომ არაფრის ფასად არ შესულიყვნენ პარლამენტში და ევლოთ რევოლუციის და პროტესტების გზით, არ იზიარებენ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც გარკვეული თანხები ჩადეს თავიანთ საარჩევნო კამპანიაში. შეიძლება თვლიან, რომ პარლამენტში შესვლით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ზოგი ბიზნესმენია, სხვებს კერძო, კორპორატიული თუ სხვა ინტერესები ამოძრავებთ.
ეს რიცხვი - 20, შემთხვევით არ დასახელებულა. კობახიძეს და პარტიის სხვა ლიდერებს ალბათ აქვთ გარკვეული ინფორმაცია, თუ რა განწყობები არსებობს ოპოზიციაში. იმიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ შეეწყვიტათ უფლებამოსილება, რომ ეს პირობით 20 დეპუტატი, რომელიც გავიდა სიით, თანდათანობით შევიდეს პარლამენტში.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კომუნიკაცია გაგრძელდება სხვადასხვა მეთოდებით. შეიძლება 20-ვე არა, მაგრამ ნახევარიც რომ შევიდეს პარლამენტში, ეს უკვე „ქართული ოცნებისთვის“ იქნება სერიოზული პოლიტიკური მიღწევა და ოპოზიციისთვის კი მარცხი.
შესაძლოა თუ არა ამ 20-ში მოვისაზროთ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „გირჩის“ ლიდერები?“
- „გირჩის“ წარმომადგნები არასდროს ხურავენ კარებს ბოლომდე. ისინი ცდილობენ მათთვის მისაღებ პოზიციებზე ვაჭრობას „ქართულ ოცნებასთან,“ რომ შევიდნენ პარლამენტში. ალბათობა იმისა, რომ შევიდნენ პარლამენტში უფრო მეტია, ვიდრე იმისა, რომ არ შევიდნენ.
რაც შეეხება ვაშაძეს, მან თქვა, რომ თუ მე „ქართული ოცნებისგან“ მოვისმენ ისეთ კომპრომისულ წინადადებას, რომელიც ჩემთვის იქნება მისაღები, ვიფიქრებ ბოიკოტის შეწყვეტაზეო. ეს იყო ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იფიქროს იმაზე, რით შეიძლება მოიგოს ვაშაძის გული.
რაც შეეხება „ლელოს“?
- აქამდე რასაც ისინი ამბობდნენ, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ გადაწყვეტილების შეცვლას, თუმცაღა, ჩვენს პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული. მათ უკვე ასწიეს თამასა ზევით და ახლა მათი პარლამენტში შესვლა უკვე მათთვის რეპუტაციულად უფრო დამაზიანებელი იქნება, ვიდრე არშესვლა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ და „ევროპულ საქართველოში“ თუ არიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც მათი პარტიის წინააღმდეგ წავლენ და შესაძლოა ვიხილოთ პარლამენტში?
- „ევროპულ საქართველოში“ პირველ ხუთეულში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქართულ ლიდერშიპს. ისინი უფრო თავისუფალი არიან გადაწყვეტილის მიღებაში, თუმცა, პარტიის მხრიდან ისეთი პრესინგია, ვერ გეტყვით, შევლენ თუ არა. შეიძლება ერთი-ორი, რომელსაც პარტიული კუთვნილება არ გააჩნია, იგივე ტარიელ ნაკაიძე და სხვა ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიული ეგიდით წარმოდგენილები, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
ვვარაუდობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიძებნება რამდენიმე ადამიანი, ვინც შეიძლება წავიდეს პარტიის გენერალური ხაზის წინააღმდეგ, თუმცა, ესეც პირობითი დაშვებაა.
თუკი დანარჩენი ოპოზიცია მაინც არ შევა პარლამენტში და დარჩება გარეთ, რა პოლიტიკურ პროცესებს მივიღებთ?
- თუ პარლამენტში მოგროვდა 113 დეპუტატი, რომელიც საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, ეს უკვე ძალიან ბევრ პროცესს გაუხსნის გზას. 100 დეპუტატიც რომ მოგროვდეს, ესეც უკვე „ქართული ოცნებისთვის“ იქნება საკმარისი, რომ დასავლეთს აჩვენოს პარლამენტში არ გვაქვს ერთპარტიულობა, არამედ მულტიპარტიულობის მაჩვენებელი გვაქვსო.
თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩა, შეეცდება აქციების აგორებას. ჩემი ინფორმაციით, ისინი უკვე იწყებენ ამისთვის სამზადისს და ამის ავანგარდში დგანან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათი აქტივის მეშვეობით ხდება სწორედ საპროტესტო მასის მობილიზება. ვნახოთ, რამდენად გამოუვათ. ეს ახალი სახეებიც იმიტომ შემოიყვანეს პარტიაში, რომ საზოგადოების თვალში „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იყოს ასოცირებული მძიმე წარსულთან. სტრატეგია და ტაქტიკაც იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქუჩის აქციებით მიაღწიონ საწადელს.
ძალიან გამეხარდა!!! ე.ი.ჯერ კიდევ გვაქვს შანსი გადავრჩეთ როგორც თვითმყოფადი ქვეყანა, სახელმწიფო, ერი, რწმენა და მაომავალი გადავარჩინოთ! დიდება ღვთის სამართალს!
"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ეკონომისტმა დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა, საქართველო არის 91-ე ადგილზე (167 ქვეყნიდან), როგორც "ჰიბრიდული რეჟიმი", კარგ დემოკრატიაზე არ არის საუბარი, ცუდი დემოკრატიაც არ ვართ, კარგი ისაა, რომ არც ავტორიტარული მმართველობაა, თუმცა არც ეგაა ძალიან შორს", - წერს სოსო ბერიკაშვილი.