ყველის სენდვიჩი

ყველის სენდვიჩი

ინგრედიენტები

4   ნაჭერი თეთრი პური

2   ნაჭერი ყველი ჩედარი

3   ს/კ კარაქი

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ტაფა საშუალო ტემპერატურაზე. პურის ნაჭერს ერთ მხარეზე წაუსვით კარაქი.

პური კარაქიანი მხრით ტაფაზე მოათავსეთ და ზედ დაადეთ 1 ნაჭერი ყველი. პურის მეორე ნაჭერსაც ცალ მხარეზე წაუსვით კარაქი და დაადეთ სენდვიჩს – კარაქიანი მხრით ზემოთ. წვით შებრაწვამდე.

შემდეგ გადაატრიალეთ სენდვიჩი და გააგრძელეთ შეწვა მეორე მხარეს ყველის დადნობამდე. გაიმეორეთ ეს ეტაპები დარჩენილი 2 ნაჭერი პურის, 1 ნაჭერი ყველისა და კარაქის შემთხვევაში. გემრიელად მიირთვით!