ბროკოლის სალათა

ბროკოლის სალათა

ინგრედიენტები

1   თავი საშუალო ბროკოლი

1   თავი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო

3/4  ჭიქა მოცვის ჩირი (ქიშმიში)

1/2  ჭიქა დაჭრილი ნუში

2   ს/კ თაფლი

2   ს/კ ლიმონის წვენი

1/2  ჭიქა მაიონეზი

მომზადება

ბროკოლის ყვავილები და ღერო პატარ–პატარა ნაწილებად დაჭერით.

ყვავილოვან კომბოსტოს ამოაჭერით შუაგული და დანარჩენი ნაწილი დაჭერით.

½ ჭიქა ნუში მშრალ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე მოხალეთ, თან ხშირად ურიეთ. გადაიტანეთ სასალათე თასში ¾ ჭიქა მოცვის ჩირთან ერთად.

პატარა თასში აურიეთ ½ ჭიქა მაიონეზი, 2 ს/კ თაფლი და 2 ს/კ ლიმონის წვენი. საკმაზი სალათას მოასხით და კარგად ამოურიეთ. გემრიელად მიირთვით!