გამოცემა Politico-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკური“ პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურას მხარს უჭერს.
„რესპუბლიკური“ პარტიის ამომრჩეველთა 56% აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ უნდა იყაროს კენჭი, ხოლო 36% ფიქრობს, რომ მან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკურ“ პარტიაში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე აღარ არის პრეზიდენტი.
ამასთანავე, რესპონდენტთა 30% აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი საკუთარ პარტიას შექმნის, ისინი დონალდ ტრამპის ახალ პარტიას შეუერთდებიან.
გამოკითხვა 23-25 იანვარს ჩატარდა და მასში მონაწილეობა „რესპუბლიკური“ პარტიის 2 ათასამდე დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 2%-ს შეადგენს.