ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 26 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პოლიციაში აღნიშნავენ, აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც სომხეთის მთავრობის შენობაში შეჭრა სცადეს.
სომხეთის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
2020 წლის 11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.