გამომცხვარი ორაგული

გამომცხვარი ორაგული

ინგრედიენტები

2   კბილი ნიორი

3   ს/კ ზეითუნის ზეთი

3/4  ჩ/კ გამხმარი რეჰანი

1/2  ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით

1   ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

2   ს/კ ლიმონის წვენი

1   ს/კ ოხრახუში

2   ცალი ორაგულის ფილე

მომზადება

დააქუცმაცეთ 2 კბილი ნიორი. დაჭერით იმდენი ოხრახუში, რომ გამოგივიდეთ 1 სუფრის კოვზი.

ჩაასხით ზეითუნის ზეთი საშუალო ზომის თასში. ჩაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და ოხრახუში. ჩაყარეთ გამხმარი რეჰანი, მარილი და შავი წიწაკა. ბოლოს ჩაასხით ახლადგამოწურული ლიმონის წვენი და ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

მოათავსეთ ორაგულის ფილე პატარა კონტეინერში(გააცალეთ კანი თევზის მძაფრი გემოს შესამცირებლად) და მოასხით მომზადებული მარინადი. გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და შედგით მაცივარში 35-45 წუთით. იმისათვის, რომ თევზი კარგად გაიჟღინთოს, ხშირ-ხშირად გადააბრუნეთ ხოლმე.

გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე (375F). დაალაგეთ თითოეული ფილე იმხელა ალუმინის ფოლგაზე, რომ ეყოს შესაფუთად. დაალაგეთ შეფუთული მარინირებული ორაგულის ფილეები საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 35-45 წუთის განმავლობაში.