ინგრედიენტები
2 ცალი მაიონეზი
1 თავი ნიორი
1 ჩ/კ ქინძი და უცხო სუნელი
მწიკვი ყვითელი ყვავილი
წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
1 კონა ცოცხალი ქინძი
თევზი
მომზადება
მაიონეზი(200-220 გრამიან შეფუთვა) ჩავასხათ ემალის ქაბში. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, ცოტაოდენი ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი. დავასხათ თბილი წყალი (სასურველი სისქის მიღების შესაბამისად) და მოვურიოთ.
ამ მასაში შეგვიძლია ჩავალაგოთ ნებისმიერი სახის შემწვარი თევზი, თუმცა სასწაულად უხდება სკუმბრია!
ასევე შეგვიძლია ჩავაწყოთ შემწვარი ქათამი და მოხარშული კვერცხი. მოხარშული კვერცხის შემთხვევაში ნაკლები წყალი უნდა ვუქნათ, რადგან ეს მასა ცოტათი სქელი უნდა იყოს.