არხანგელსკში ანტისამთავრობო აქცია თოვლის კაცებმა მოაწყვეს

არხანგელსკში ანტისამთავრობო აქცია თოვლის კაცებმა მოაწყვეს

არხანგელსკელმა ეკოაქტივისტმა ელენა კალინინამ სოფელ ზაჩატიეში უცნაური პერფორმანსი მოაწყო.

„ვოვა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!“ „ ძირს მეფე!“ „მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეებს!“ „ეს ჩვენი ქვეყანაა!“ - ამ შინაარსის პლაკატები ხელში თოვლის კაცებს ეჭირათ, რომლებიც კალინინამ სოფლის ცენტრში დადგა.

„აქციები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში ეწყობა, სოფლებში კი ასეთი შეკრებები მიღებული არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე პროტესტს ამ ფორმით შევუერთდე“, - აღნიშნა ეკოაქტივისტმა.