კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი წერს.

მისი ინფორმაციით, იმ შტატებში, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას აფიქსირებენ, რესპუბლიკური პარტიის რიგები 30 000-მა ადამიანმა დატოვა. გამოცემის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვინაიდან შტატების ნაწილი ამ მონაცემებს არ ასაჯაროებს.

The Hill-ის ინფორმაციით, პარტიის წევრთა ასეთი გადინება გამოწვეულია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მარცხით და კონგრესის ორივე პალატაზე დემოკრატების მიერ კონტროლის მოპოვებით.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.