G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ერთობლივად ვგმობთ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებასა და დაკავებას. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ათასობით მშვიდობიანი მომიტინგესა და ჟურნალისტის დაკავებით და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები. დაუშვებელია პოლიციური ძალების მიერ შეხედულების გამოხატვის უფლების ძალადობრივი გზით ჩახშობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ჩვენ, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები, კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გამოიკვლიონ და სარწმუნოდ განმარტონ ქიმიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით. ქიმიური იარაღის დადასტურებული გამოყენება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, ასევე ნავალნის დაკავება ძირს უთხრის რუსეთში დემოკრატიას, დამოუკიდებელ ხმებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.