ტეხასის შტატის ვიქტორიის საგრაფოს სასამართლომ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე.
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, დრიუ ტიპტონმა ორკვკირიანი სასამართლო აკრძალვა დააწესა იმ კანონების გაუქმებაზე, რომელიც მიგრაციის პროცესს არეგულირებს. არსებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
გასულ კვირას ტეხასის გენერალურმა პროკურორმა, კენ პაქსტონმა სარჩელი შეიტანა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სარჩელში აღნიშნულია, რომ „ფედერალურმა ხელისუფლებამ უგულებელყო ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები და დაარღვია ვალდებულება, ტეხასის შტატის ხელისუფლებასთან ეთანამშრომლა ისეთ საკითხებზე, რომელიც მიგრაციის შესახებ კანონების დაცვას ეხება“.