ხინკალი

ხინკალი

ინგრედიენტები

700   გრამი პურის ფქვილი

1   ლიტრი წყალი

300   გრამი ძროხის ხორცი

200   გრამი ღორის ხორცი

200   გრამი ხახვი

1   ჩ/კ შავი წიწაკა

მარილი – გემოვნებით

მომზადება

წყლით ჩვეულებრივი, მაგარი ცომი მოვზილოთ და სპეციალური საგორავებლით მაგიდაზე გავაბრტყელოთ. მრგვალი ფორმებით დავჭრათ თანატოლ ნაწილებად და ისევ გავაბრტყელოთ.

ხორცსაკეპ მანქანაში 300 გრამი ძროხის და 200 გრამი ღორის ხორცი გავატაროთ. ასევე გავატაროთ 200 გრამი ხახვი და მიღებულ მასას 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და მარილი დავუმატოთ.

თითოეულ გაბრტყელებულ ცომზე 1 ჩაის კოვზი ხორცის მასა დავდოთ და შევუკრათ თავი შუა ადგილას. ცომი ისე უნდა შევკრათ, რომ არ დაიშალოს. კლასიკურ ხინკალს 33 ნაკეცი უკეთდება.

გამზადებული ხინკლები ადუღებულ, მარილიან წყალში ჩავყაროთ. როდესაც ზევით ამოტივტივდება და გაიბერება ის უკვე მოხარშულია.