აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს.
სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს, მათ შორის ავღანეთი და ირანი. ანგელა მერკელი მიესალმა აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებაში დაბრუნებას.
„კანცლერმა პრეზიდენტი ბაიდენი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლა საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის მოვალეობების შესრულების დაწყების შემდეგ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა კანადის, მექსიკის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელებთან.