ღვეზელი ბასკურად

ღვეზელი ბასკურად

ინგრედიენტები

400   გრამი ხორბლის ფქვილი

125   გრამი კარაქი

250   გრამი შაქარი

3   ცალი კვერცხის გული

2   ცალი კვერცხი

1   ს/კ რომი

10   გრამი საფუარი

1   ლიტრი რძე

250   გრამი შაქარი

150   გრამი ფქვილი

12   ცალი კვერცხის გული

მომზადება

მოზილეთ ცომი: აურიეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი და კარაქი. ათქვიფეთ კვერცხის გულები ერთ მთლიან კვერცხთან ერთად და ჩაასხით ფქვილის ნაზავში. დაამატეთ რომი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ გუნდა, შეახვიეთ პოლიეთილენის ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.

ამასობაში მოამზადეთ კრემი: აადუღეთ რძე. ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან ერთად ერთგვარი მასის მიღებამდე. დაამატეთ ფქვილი, მოზილეთ საგულდაგულოდ და მცირე წვრილ-წვრილი ნაკადით ჩაასხით რძე, თან მუდმივად თქვიფეთ.

დადგით მომზადებული კრემი დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 2-3 წუთის განმავლობაში და თან გამუდმებით ურიეთ. გადმოიღეთ კრემი და გააცივეთ.

ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ფენად და მოათავსეთ მრგვალ, დაბალკიდეებიან ფორმაში. ცომზე მოასხით მომზადებული კრემი, გააბრტყელეთ მეორე ცომი და დააფარეთ ზემოდან.

ცომის კიდეებს გადაატარეთ საბრტყელებელი, რათა მოაშოროთ კიდეებიდან ზედმეტი ცომი. დარჩენილი ერთი კვერცხი ათქვიფეთ მსუბუქად და წაუსვით ღვეზელის ზედაპირს.

მოათავსეთ ღვეზელი 180°-მდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. გამოცხობის შემდეგ ღვეზელს აცადეთ გაცივება ცხაურზე.