ბანოფი

ბანოფი

დაგჭირდებათ: ნამცხვრის 20 სმ–იანი მრგვალი საცხობი ფორმა (მოსახსნელი ძირით) და საკონდიტრო კრემის ტომარა.

ინგრედიენტები

275   გრამი კარაქი

250   გრამი ორცხობილა

75   გრამი შაქარი

400   გრამი შესქელებული რძე

4   ცალი პატარა ბანანი

285   მლ. ორმაგი ნაღები

კაკაოს ფხვნილი

მომზადება

ორცხობილა ბლენდერში მოათავსეთ და წვრილ ნამცეცებად დაფხვენით.

დიდ ქვაბში გაადნეთ 100 გრ კარაქი და კარგად შეურიეთ დაფხვნილი ორცხობილა. ნაზავი საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ, დაპრესეთ ძირზე და ლანგრის გვერდებზე. გააცივეთ მაცივარში 30 წუთით.

კარამელის გასაკეთებლად: დაბალ ტემპერატურაზე ქვაბში 175 გრ კარაქი და შაქარი მოათავსეთ, ურიეთ შაქრის გადნობამდე. დაუმატეთ შესქელებული რძე, ურიეთ მუდმივად და აადუღეთ. კარამელი 2 წუთით ადუღეთ და თან ურიეთ, რომ სქელი ოქროსფერი მასა მიიღოთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

დაჭერით ბანანი და მოალაგეთ ბისკვიტზე, თავზე კი კარამელი მოასხით. გააცივეთ მაცივარში 1 სთ 30 წთ – ით, გამყარებამდე.

როცა მისართმევად მზად იქნება, ბანოფი დიდ თეფშზე გადმოიღეთ. საკონდიტრო კრემის ტომარა გათქვეფილი ნაღებით გაავსეთ და მორთეთ ბანოფი. მოალაგეთ ბანანი და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!

რჩევა: თუ გსურთ კარამელი მარტივად მოამზადოთ, შესქელებული რძის გაუხსნელი ქილა მდუღარე წყალში მოათავსეთ და ადუღეთ 2 საათით. როცა გაცივდება, შესქელებული რძე დაკარამელდება და შეგეძლებათ პირდაპირ მოასხათ ბისკვიტს. ამ შემთხვევაში 175 გრ კარაქი და შაქარი აღარ დაგჭირდებათ.