ესტონეთში ორმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვეყნის მთავრობის ფორმირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ euronews-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოპოზიციური „რეფორმების პარტია“ და მმართველი „ცენტრის პარტიის“ საბჭოები შეთანხმდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტს „რეფორმის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კაია კალასი უხელმძღვანელებს. კალასი ბალტიისპირეთის ქვეყნებში პირველი ქალი პრემიერი გახდება.
ამასთან, თითოეულ პარტიას მინისტრთა კაბინეტში 7 წარმომადგენელი ეყოლება. პარტიების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი „დააკომპლექტებენ მთავრობას, რომელიც COVID-19-ის ეფექტიან მართვას განაგრძობს და ესტონეთის ყველა რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს“.