ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე, რომელიც მრავალი წელია, ორ ქვეყანას შორის, დავის საგანია, სამხედრო შეტაკებები კვლავ განახლდა, - ამის შესახებ BBC წერს.
დაპირისპირება სიკიმის შტატში, ნაკულას ტერიტორიაზე დაიწყო. ინდოეთისა და ჩინეთის სასაზღვრო ხაზი ყველაზე გრძელი სადავო ტერიტორიაა მსოფლიოში. ორივე მხარე ამ ტერიტორიას საკუთრად მიიჩნევს და მეორე სახელმწიფოსგან მის დათმობას მოითხოვს.
სამხედრო დაპირისპირება ორი ქვეყნის საზღვარზე 2020 წლის ივნისშიც მოხდა. მაშინ საბრძოლო მოქმედებებს 20-მდე ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა. ოფიციალურ პეკინს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, მოჰყვა თუ არა დაპირისპირებას მათი მხრიდან მსხვერპლი.