ნიდერლანდებში, აქციები, რომელზეც ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ, ძალადობაში გადაიზარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 240-მდე აქტივისტი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ძარცვა, შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება დაიწყეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. ამსტერდამში შეკრებილთა დასაშლელად, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენეს.
ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NOS-ის ინფორმაციით, 9 საათზე ამოქმედებული კომენდანტის საათის შემდეგ, 10-ზე მეტ ქალაქში განლაგდა სპეცრაზმი.