აშშ-ში, ინდიანაპოლისში მასობრივი სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. ამის შესახებ abc იტყობინება.
ტელეარხის ცნობილს, ერთ-ერთ გარდაცვლილი ორსულად. სროლის შედეგად დაჭრილი ბიჭი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების პროგნოზით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
911-ში სროლის შესახებ ზარი დილის 4 საათზე შევიდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქუჩაში დაჭრილი ბიჭი აღმოაჩინეს, შემდეგ კი ახლომდებარე სახლში კიდევ 5 მოკლულის ცხედარი ნახეს.
პოლიციას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ ჰყავს. გამოძიებაში FBI-ის სპეციალისტები ჩაერთვებიან.