ინგრედიენტები
2 ცალი კვერცხი
1/2 ჭიქა შაქარი
1/2 ლიტრი მაწონი
1 ჩ/კ სოდა
ვანილი
1 ცალი ვაშლი (სურვილისამებრ)
ფქვილი
მწიკვი მარილი
მომზადება
ორი ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად.
ნახევარ ლიტრა მაწონს დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი სოდა; ავურიოთ და ჩავასხათ კვერცხის მასაში. შემდეგ დავუმატოთ მწიკვი მარილი, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მივიღოთ. კარგად ვურიოთ, ფქვილი ბოლომდე უნდა გაიხსნას.
ბოლოს სურვილისამებრ ჩავახეხოთ ერთი ცალი ვაშლი; ისევ ამოვურიოთ და შევწვათ ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. როდესაც შეიწვება, მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!