თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„ჩვენი პრეზიდენტის მოსაზრება ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ბალისტიკური რაკეტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ცხადია, ჩვენ სასიცოცხლოდ დაინტერესებულნი ვართ ჩრდილოეთ კორეის შეკავებით“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჯენ ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს, თუმცა ამ ეტაპზე არსებულ ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დიპლომატიასა და აშშ-ის მოკავშირეებთან კონსულტაციებს.
„ჩვენ ახალ სტრატეგიას მივიღებთ, რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.