ამერიკის პირველმა ლედიმ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. ჯილ ბაიდენი თეთრი სახლის პერიმეტრზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა.
„ვერ გეტყვით, რომ ყველა ჩემი გამომცხვარია, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის,“-განაცხადა პირველმა ლედიმ.
ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის უსაფრთხოებას 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავდა.