სპაგეტი ხორცის სოუსით

სპაგეტი ხორცის სოუსით

ინგრედიენტები

450   გრამი სპაგეტი

ზეითუნის ზეთი

450   გრამი საქონლის ხორცის ფარში

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

2   კბილი დაკეპილი ნიორი

1   თავი დაჭრილი ხახვი

1/4  ჭიქა წითელი მშრალი ღვინო

1   ჩ/კ გამხმარი ორეგანო

1   ს/კ ტომატი

800   გრამი დაჭყლეტილი პომიდორი

3/4  ჭიქა სქელი ნაღები

1/2  ჭიქა გახეხილი პარმეზანი

რეჰანი მოსართავად

მომზადება

წყალი დიდ ქვაბში აადუღეთ, დაამატეთ მარილი და სპაგეტი მოხარშეთ. 1 ჭიქა ნახარში წყალი გადაინახეთ.

საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ქვაბში ზეითუნის ზეთში შებრაწეთ ფარში, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გადმოდგით გაზქურიდან და ფარში თეფშზე გადაიტანეთ. ამავე ქვაბში მოათავსეთ ნიორი და ხახვი, თუშეთ 3–5 წუთით. მოასხით ღვინო, დაუმატეთ ორეგანო და ტომატი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით.

დაუმატეთ გახეხილი/დაჭყლეტილი პომიდორი და მომზადებული ფარში. წამოადუღეთ. შეურიეთ ნაღები.

დაუმატეთ გადაწურული სპაგეტი და კარგად აურიეთ. თუ კერძი მშრალი მოგეჩვენოთ დაუმატეთ გადანახული 1 ჭიქა ნახარში წყალი. მორთეთ ყველითა და რეჰანით.