აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„გუშინ პრესკონფერენციაზე უნებლიედ გაურკვევლობა გამოვიწვიე. ამიტომაც მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ პრეზიდენტი ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს. ის ენდობა იმ საქმეს, რომელსაც კრისტოფერ რეი ახორციელებს“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
20 იანვარს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯენ ფსაკიმ კრისტოფერ რეის შესახებ კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯო ბაიდენთან არ განუხილავს.
დონალდ ტრამპმა კრისტოფერ რეი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად 2017 წელს 10-წლიანი ვადით დანიშნა.