აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა 45-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მომდევნო ორი წლის განმავლობაში ტრამპს მთელი რიგი მიზნები აქვს. კერძოდ, 2022 წელს წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლის მოპოვება, რათა დავრწმუნდეთ, რომ „დემოკრატების“ სიგიჟის შეჩერება შეგვიძლია“, - განაცხადა დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა.
ჯეისონ მილერის თქმით, დონალდ ტრამპი მჭიდროდ იმუშავებს შტატების საკანონმდებლო ორგანოებთან, რათა არჩევნების მთლიანობა უზრუნველყოფილი იყოს.
20 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამა თუ იმ ფორმით დაბრუნდება.
„ჩვენ ძალღონე არ დავიშურეთ. თქვენს პრეზიდენტად ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია იყო“, - განუცხადა მან მხარდამჭერებს. ტრამპმა ახალ ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა, თუმცა განაცხადა, რომ „ამა თუ იმ ფორმით დაბრუნდებოდა“.