სოკოს ჩაქაფული

სოკოს ჩაქაფული

ინგრედიენტები

1   კგ. ქამა სოკო

1   კონა მწვანე ხახვი

2   კონა ტარხუნა

2   კონა მჟაუნა

1   კონა ქინძი

1   კონა ოხრახუში

რამოდენიმე ღერი ცოცხალი პიტნა

1   ჭიქა თეთრი ღვინო

წიწაკა, მარილი, პილპილი

კარაქი

მომზადება

ქვაბში ჩავაგდოთ კარაქის ნაჭერი, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი (მწვანე ხახვი, ტარხუნა, მჟაუნა, ქინძი, ოხრახუში, პიტნა).

სოკო გავრეცხოთ და თითოეული გავჭრათ ოთხ ნაწილად, შემდეგ კი ჩავყაროთ ქვაბში მწვანილებთან. შეიძლება დავამატოთ რამდენიმე ცალი ცოცხალი ტყემალიც (თუმცა მჟაუნის შემთხვევაში აუცილებელი არ არის). დავასხათ 1 ჭიქა ღვინო და დავაცადოთ მოხარშვა. სოკო თავის წვენს გამოუშვებს, თუ მაინც დააკლდა წვენი ცოტა წყალი დავუმატოთ (იმდენი რომ ამ მასას ფარავდეს).

როდესაც მოიხარშება, ვუქნათ წიწაკა მარილი და პილპილი.

ასევე მზადდება ბატკნისა და ხბოს ჩაქაფულიც, ოღონდ ხორცის შემთხვევაში ცოტა მეტი მწვანილი ჭირდება.