ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ბრუნდება

ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული განკარგულებები გააუქმა.

ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანებების თანახმად, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ბრუნდება.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა და შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეების აშშ-ში შეშვებასთან დაკავშირებით შეზღუდვები შეაჩერა.

2020 წლის 29 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს.

პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან აშშ დონალდ ტრამპმა 2019 წელს გაიყვანა და განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ამერიკული ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.