გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ ინაუგურაციას ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ეს ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ნამდვილი ზეიმი იყო. გერმანულ-ამერიკულ მეგობრობასა და თანამშრომლობაში ახალ თავს ველოდები“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.