ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპმა ძალიან დიდსულოვანი წერილი დამიტოვა

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპმა ძალიან დიდსულოვანი წერილი დამიტოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლამდე მისმა წინამორბედმა მას ძალიან დიდსულოვანი წერილი დაუტოვა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისადმი პატივისცემის გამო, ის წერილის შინაარსს არ გაასაჯაროვებს.

„პრეზიდენტმა ძალიან დიდსულოვანი წერილი დაწერა. ვინაიდან ეს პირადი საკითხია, მე არ ვისაუბრებ ამაზე მანამ, სანამ მას არ დაველაპარაკები“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.