აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ევრილ ჰეინსი დაამტკიცა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ჰეინსი, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, ამ თანამდებობაზე პირველი ქალი გახდა. მის დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა.
2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო.