თევზი პომიდვრის სოუსში

თევზი პომიდვრის სოუსში

ინგრედიენტები

4   ცალი თევზის ფილე

425   გრამი პომიდორი ჩერი

2   კბილი დაჭრილი ნიორი

1/2  ჭიქა ქათმის ბულიონი

1/2  ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო

1/2  ჩ/კ მარილი

1/2  ჩ/კ დაფქული შავი პილპილი

1/4  ჭიქა დაჭრილი რეჰანი

მომზადება

საშუალო ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი, თხლად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი. თუშეთ 5 წუთით, პომიდვრების დარბილებამდე.

დაუმატეთ ქათმის ბულიონი, თეთრი ღვინო, თევზის ფილეები და დაჭრილი რეჰანი. დააფარეთ და ადუღეთ 20–25 წუთით, თევზის მოხარშვამდე.

მოაყარეთ ცოტაოდენი რეჰანი და გემრიელად მიირთვით.