ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ესპანეთის დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო ხელისუფლებამ კატასტროფის ზონად გამოაცხადა. შედეგად, მიყენებული ზარალის კომპენსირება უფრო მარტივად მოხდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო მადრიდი კატასტროფის ზონად უნდა გამოცხადდეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოს.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მადრიდში ბოლო 100 წლის განმავლობაში 80 სანტიმეტრის თოვლი არ მოსულა და არც ტემპერატურა შემცირებულია -12 გრადუსამდე.

მადრიდის მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, საზოგადოებრივი კვების ობიექტების ზარალმა 100 მილიონი ევრო შეადგინა.

ესპანეთში მეტეოროლოგიური ვითარების გაუარესება შტორმმა „ფილომენამ“ განაპირობა.