დიტო გელოვანი: მისი წიაღის გენერლები

დიტო გელოვანი: მისი წიაღის გენერლები

უცებ, წინ შემოგვეგება გაშმაგებული ბრბო, ხელში ჩირაღდნები ეჭირათ, იყო ერთი ღრიანცელი, ყიჟნა, ტაფების ცემა და ნაღარის ხმა. ჩვენ განზე გავდექით, რომ ბრბოსთვის გზა დაგვეთმო. უეცრად დავინახეთ, რომ ხალხს სარზე შემომსხდარი მეფე და ჰერცოგი მოჰყავდა,უფრო სწორად, ვიცანი, ეს მეფე და ჰერცოგი იყვნენ, თორემ მთლად კუპრით და ბუმბულით დაფარულებს ადამიანის სახე აღარ ჰქონდათ; რომ შეგეხედათ, ორი უზარმაზარი ჯიღა მოგაგონდებოდათ, ჯარისკაცებს რომ აქვთ ხოლმე მუზარადზე. გული ამემღვრა ამ სანახაობაზე, შემეცოდნენ საბრალო არამზადები. ასე მეგონა, გულში მათ მიმართ წყრომას აღარასოდეს გავივლებდი.

(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)

აი, ხომ არის ხოლმე, რომ ადამიანები რაღაცას ან ვიღაცას უსამართლოდ დაივიწყებენ ხოლმე, ჩამი–ჩუმი რომ არ ისმის, არ ახსენებენ, არ წერენ და არც ფიქრობენ. შემდეგ, ვინმე მოიფიქრებს ხოლმე, აქციას ჩაატარებს, სიუჟეტს მიუძღვნის ან სტატიას დაწერს. შემდეგ, მას ვინმე მიბაძავს და თემა აქტუალური ხდება, ანუ, გასაგებად რომ ვთქვათ – ცვეტშია...

გასულ კვირასი რაღაც ამდაგვარი მოხდა, მოხდა უნებურად და რაც უნებურად ხდება, როგორც წესი, ისევ დავიწყებას ეძლევა ხოლმე.

გასული კვირის ბოლოს საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ბიბლიოთეკა. გასული კვირის ბოლოს ბიბლიოთეკა ცვეტში იყო. ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკა, ბიობლიოთეკა... ბედნიერი ვიქნებოდი, უფრო მეტ ადამიანს რომ აეღო ხელში წიგნი, რაღაც ახალი გაეგო, ძველი გაეხსენებინა, რაღაც გადაეფიქრებინა და რაღაცაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო და იქნებ, ის რაღაც, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა და, ჩვენ, ყველანი დავრწმუნდებოდით, არის ის, რომ არავინ და არაფერია დავიწყებული, ხოლო ის, რაც სულ ახლახანს გავიგეთ, არასოდეს დაგვავიწყდება... და თუ შეხსენებაა, ზოგჯერ გუგლია საჭირო და ზოგჯერ მუშტი.

და, მაინც, რატომ ბიბლიოთეკა? რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა, რომ სწორედ ბიბლიოთეკა იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე უპრიანი იქნებოდა უკანასკნელი სეფე–სიტყვის წარმოთქმა? პასუხი ფასადებშია – სუფთა, ლამაზად შეღებილ ფასადებში, რომლის უკანაც ხშირად, ჩვენთან კი – ყოველთვის, ტალახი, ჭუჭყი, ჭლექი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჭეშმარიტი არსი იმალება.

ბიბლიოთეკა განათლების, ცოდნის, ფიქრის და მეხსიერების სიმბოლოა, თუმცა სააკაშვილისთვის – უადგილო. მხატვარი რომ ვიყო, აუცილებლად დავხატავდი რომელიმე მიგდებული სახინკლის (ისეთის, კოლმეურნეობის მოედანზე, კუთხეში რომ იყო) უბორნიაში სიტყვით გამოსულ მიხეილ სააკაშვილს, თუჯის ბნელ და აყროლებულ ხვრელს რომ ჩასცქერის და საკუთარ თანამებრძოლებს რომ მიმართავს. მათი ადგილი პარაშაშია... და რა შუაში იყო ბიბლიოთეკა?

ის, რაც ბიბლიოთეკასთან მოხდა, იყო ლოგიკური, რადგან რაც მოსალოდნელია, ის ლოგიკურია. მოსალოდნელი რომ იყო, ამაზე არავინ კამათობს – თუ სპექტაკლის პირველ მოქმედებაში კედელზე ცოცხია ჩამოკიდებული, მეორე მოქმედებაში რამდენიმე ათეული და ასეული  ათასი აღშფოთებული მამრობითი სქესის ადამიანი ცოცხის ავტორისა და რეჟისორის დედასთან აპირებს ღამის გათენებას. აი, მესამე მოქმედებაში კი...

შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი სამმოქმედებიანია.

პირველ მოქმედებაში იყო სისხლის მდინარეები, ცოცხი და კამათი – ერთი ტონა რკინა უფრო მძიმეა თუ ერთი ტონა ბამბა; მეორე მოქმედებაში იყო და არის ცოცხი, ერთი წვეთი სისხლი და კამათი – ერთი ტონა სისხლი უფრო მეტია თუ ერთი წვეთი სისხლი. რა იქნება მესამე მოქმედებაში? იმედი მაქვს, მესამე მოქმედებაში აღარ იქნება სისხლი, აღარ იქნება ცოცხი, მაგრამ აუცილებლად იქნება კედელი, რომელზეც პირველ მოქმედებაში ცოცხი ეკიდა, ხოლო კედელზე, ცოცხის ნაცვლად, ადნროპოვისა და შევარდნაძის ნარჩენები – სააკაშვილები, გაბაშვილები, უგულავები... და, საოცრად მრავლისმეტყველი იყო სათაური ნიუსისა, რომელიც გასულ კვირაში წავიკითხე – „მანანა კობახიძე უმცირესობას „სააკაშვილის წიაღიდან გამოსვლისკენ“ მოუწოდებს“.

მე მომწონს სათაური... თუმცა, ასეთი სათაურიც შეიძლებოდა – „სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ წიაღში აქვს და გარეთ ეძებს“ ან „სააკაშვილის მიერ საკუთარი წიაღიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გამოღების მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ სააკაშვილის წიაღიდან გამოსვლამ კანალიზაცია დააზიანა“.

ეს ბოლოც კარგი იყო და გასულ კვირაში, როდესაც გიორგი ღვინიაშვილმა ერთი ნაცმაცუნური ფრაქცია დატოვა და მეორე ნაცმაცუნურ ფრაქციაში გადავიდა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ეს იყო წმინდა ტაქტიკური გადაადგილებაო. ვახ!!! პირველად გავიგე, რომ ბაქრაძისთვის და კომპანიისთვის არსებობს რაღაც წმინდა. გავიგე,მაგრამ მჯერა? რომ არ მჯერა? ვის ჯერა? ჯერა ვინმეს? არც არავის! მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ როდესაც გასულ კვირაში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გურამ დონაძე ალაპარაკდება, აღმოჩნდეს, რომ სააკაშვილის გარემოცვაში ყველაზე წმინდა სწორედ გურამ დონაძეა, ხოლო შემდეგ – მაიმუნა, ქილერა, მასტერა და სხვები. სად აღმოჩნდება პადოშა? ამაზე ოდნავ ქვემოთ. მანამდე კი, რამდენიმე სიტყვა დავით ბაქრაძის საკითხებზე.

გასულ კვირაში, ბიძინა ივანიშვილმა, არ მახსოვს რატომ და რასთან დაკავშირებით, თქვა, დავით ბაქრაძე უფრო ჭკვიანი მეგონაო... მინდა ვუთხრა ბ–ნ პრემიერ–მინისტრს, რომ ყველა, ვინც ხშირად ჩანს ტელევიზორში, სულაც არ არის ჭკვიანი. რაც შეეხება ბაქრაძეს, როგორც ცნობილია, ინსტრუმენტების ექსპერტებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ დავით ბაქრაძე არის ქლიბი, ქლიბი კი, როგორც მოგეხსენებათ, შეუძლებელია, რომ იყოს ჭკვიანი. ქლიბი არსებობს სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მრგვალი, უხეში, ნაკლებად უხეში, ჟანგიანი... გაუთლელი ქლიბებიც არსებობენ, რომელთა უმრავლესობა არც გათლას ექვემდებარება და არც გაქლიბვას. დაინტერესებულმა პირებმა სწორედ ამ ქლიბებს შორის და, კონკრეტულად, სააკაშვილის წიაღში უნდა ეძებონ დავით ბაქრაძე.

„ეროვნულ ბიბლიოთეკასთან უსაფრთხო დერეფნები თუ არსებობდა, მაშინ რატომ არ ისარგებლეს ამით ელჩებმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ შსს-ს განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, გუშინ ბიბლიოთეკაში შესასვლელად ორი ალტერნატიული დერეფანი არსებობდა“ – იუწყებოდა „ინტერპრესნიუსი“.

ვაჰ, შე მართლა ქლიბო, შენა!.. თუ სექსი არ მაქვს, რად მინდა პრეზერვატივი? რაში ჭირდებოდათ ელჩებს უსაფრთხოების დერეფნები?! დაინტერესებულ პირებს ვურჩევ, თუ დავით ბაქრაძის მოძებნა სურთ, სააკაშვილის წიაღში უსაფრთხო დერეფანში მოთავსებული მრგვალი ქლიბი მოიკითხონ, ოღონდ, მას შემდეგ, რაც იმავე სააკაშვილის თვალში დირეს აღმოაჩენენ.

გია თორთლაძის მოძიება კი იმავე ვადაგასულის ფეხსაცმელზეა შესაძლებელი. მაგარი რამეა წრიაპებიანი ლანჩა, მაგრამ „ლენდკრუიზერზე“ შემომჯდარი წრიაპებიანი ლანჩა უფრო მაგარია. ხომ გახსოვთ... ერთი ნული – გეპეის სტუდენტი, ორი ნული – ტუალეტი, სამი ნული – გეპეის სტუდენტი, ოთხი ნული – გეპეის ორი სტუდენტი ტუალეტში, ხუთი ნული – ოლიმპიადა, ექვსი ნული – გეპეის სტუდენტი ოლიმპიადაზე, შვიდი ნული – ოლიმპიური ტუალეტი, რვა ნული – გეპეის სტუდენტი ოლიმპიურ ტუალეტში და ა.შ.

გაი თორთლაძე არის „ლენდკრუიზერზე“ შემომჯდარი წრიაპებიანი ლანჩა სააკაშვილის ფეხსაცმელზე.

„დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გია თორთლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებებს ბოდვას უწოდებს. როგორც თორთლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ავტომანქანა მთავრობის განკარგულებით უვადოდ და უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცენტრს ვალი დაედო, მანქანა გაყიდა და ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ბიუჯეტში შეიტანა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. „ავტომანქანა სახელმწიფო ქონება არ იყო, ჩემი, დეოკუპაციის ცენტრის ქონება იყო, რომელიც გადმომეცა უვადოდ და უსასყიდლოდ. ჩემი საკუთრება იყო, გავყიდე და ის ფული შევუტანე სახელმწიფოს. არავითარი სხვისი ქონება არ გამისხვისებია. მთავრობის განკარგულებით და სამინისტროს ბრძანებით ჩემი ქონება იყო, სადაც არც ერთი სიტყვა არ წერია, რომ გაყიდვის უფლების გარეშე მაქვს“ – განმარტა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გია თორთლაძემ. ამასთან, თორთლაძე უარყოფს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციას, რომ მან მანქანის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა. „ტყუილია, რომელი პირადი საჭიროებისთვის, ხელში მიჭირავს დოკუმენტი, 81 625 ლარი შევიტანე ბიუჯეტში. ჩემი პირადი საკუთრება არის ბიუჯეტი? თუ ჩემია, მაჩუქეთ ეგ ბიუჯეტი და მაშინ ვაღიარებ.. ასეთი ნაძირლები რომ არიან, გამოდიან უვიცები. ისიც არ იციან, რამდენი ქონება გადმომეცა, 120 000 გამოაცხადა, 131 000 გადმომეცა, 81 000 უკან შევიტანე, მეტი რა ვქნა. ეს ქალი რომ გამოვიდა, ბოდავს რაღაცეებს. ისიც ვერ გაუგია სახელმწიფომ რამდენი ქონება გადმომცა“, - განაცხადა თორთლაძემ“.

ძალიანაც მინდოდა, რომ ეს ნიუსი შემემოკლებინა, მოკლე შინაარსი გადმომეცა, მაგრამ ვერ შევძელი. ის კი არა, მთავარი აბზაცი ჯერ კიდევ წინ არის და აი ისიც: „მაგათ არ აწყობთ, რომ საქართველოში იყოს დეოკუპაციის ცენტრი, ისევე, როგორც არ აწყობს პუტინს და ერთად არ აწყობთ მათ სულ ყველას. ეს არის ჩემი პოლიტიკური განცხადება. ეს არის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, „დეოკუპაციის ცენტრზე“ და პირადად ჩემზე. ვერ მოინელა, რომ მას მე ხშირად ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებდი, მოინელოს, თუ ვერ ინელებს, მოვანელებინებ“, – აღნიშნა თორთლაძემ“.

სხვათა შორის, ამ ბოლო დროს პუტინი რაღაც დაბნეულად გამოიყურებოდა, ფერი არ ედო სახეზე... ეტყობა, უთხრეს, გია თორთლაძემ დეოკუპაციის ცენტრი შექმნა და ბაირამ–დუდუკს გაუფრთხილდიო. თავიდან, პუტინს სასაცილოდ არ ეყო, მაგრამ რომ გაიგო თორთლაძე „ლენდკრუიზერით“ დადისო, ფერიც დაკარგა და მოსვენებაც.

ჩვენში დარჩეს და, რაში ჭირდება დეოკუპაციის ცენტრს „ლენდკრუიზერი“?  რა ვალები უნდა დასდებოდა დეოკუპაციის ცენტრს? და, საერთოდ, რა სიმაღლეები უნდა დაიპყროს ალპინისტმა, რომელიც სააკაშვილის ღრმა წიაღში სუფევს? ამ კითხვებზე პასუხი ისევ კითხვის სახით მაქვს – თუ „თეატრალური კვარტეტის“ დამკვრელები ალპინისტებად იყვნენ გაფორმებულები, გია თორთლაძე რომელიმე მოკრძალებულ რესტორანში ფანდურად ან ჩონგურად ხომ არ გაგვეფორმებინა?.. ეგ კი გააფორმა არმაგედონის ზანგმა!!!

გოგოლა კალანდაძე მძღოლად ყოფილა გაფორმებული. მიხაელ შუმახერი? ჩემი ნება რომ იყოს, თეა თუთბერიძეს ცოცხად გავაფორმებდი ბაჩო ახალაიას საკანში, რომელიც, ასევე, გურამ დონაძის საკანიც იქნებოდა.

არავინ თქვას, არ გავბოროტდებიო... ვამბობდი და აღარ ვამბობ. ნაცები ოცნებებში გადაცვივდნენ, ოცნებებში გადაცვივდნენ ჰალსტუხიანი ხვლიკის კუდები, ძველი მეოცნებეები ფულს და თანამდებობებს ითხოვენ – ეს იყო ჩვენი ოცნებაო... მონასტერი რომ არეულიყო, კიდევ არა უშავს – არეული მონასტერიც მონასტერია. საღორე და საქათმე აირია, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, დედა შვილს არ აიყვანს, მაგრამ ეკა ბესელიამ აიყვანა მარიკა ვერულაშვილი.

მარიკა ვერულაშვილმა დატოვა ნაციონალური მოძრაობა და საქმიანობას დამოუკიდებელი კანონმდებელის სტატუსით გააგრძელებს, ანუ – ბიძინას ყოველთვის ეკიდა, მიშას უკვე კიდია. შემოიაროს ახლა კახეთის სოფლები და 80–ს გადაცილებულ ქალებს მოუყვეს, როგორ აუპატიურებდნენ რუსი ჯარისკაცები 106 წლის კარგად შენახულ ქალბატონს.
კარგად შენახული ქლიბის, დავით ბაქრაძის აზრით, ვერულაშვილზე მოხდა ზეწოლა. პრინციპში, არც ეს არის გამორიცხული – არიან ადამიანები, რომლებიც კარგი, სერიოზული ზეწოლის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამენ. ანეკდოტიც არის – მარო მიხოს რომ ეუბნება, მომექცევი ადამიანურად – მოგექცევი ადამიანურადო.

რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის... ოღონდ მანამ, სანამ მაიმუნობას არ დაიწყებს. ჩემი აზრით, ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან – ვინც ღმერთმა შექმნა და ვინც მაიმუნისგან წარმოიშვა. მოძალადე ყოველთვის მაიმუნია, მაგრამ ის უფრო დიდი მაიმუნია „არა ძალადობის“ დროშის ფრიალით ფულს რომ შოულობს.

სხვათა შორის, ჩიორა თაქთაქიშვილმაც (რომელიც ერთ დროს მართლა ძალიან კარგი გოგო იყო) აღნიშნა – მალე მოვა დრო, როცა მარიკა ვერულაშვილი მასთან სამარცხვინო გარიგების დეტალებს თავად მოყვებაო. ეეე... ვერულაშვილის მონაყოლი ასი წელი ვერ მოვა იმასთან, კბილაშვილს რომ აქვს მოსაყოლი...

ერთ ამბავს მოვყვები მოკლედ: ჩემმა მეგობარმა, ამირან ძოწენიძემ, გაგანია კომუნისტების დროს, სტალინის დაბადების დღის წინა საღამოს სტალინის ძეგლთან რამდენიმე ლიტრი კატაბალახა (ჩვენებურად – „ვალერიანკა“) მოასხა. ბელადის ძეგლის მოსალოცად მისულ ბელადის თაყვანისმცემლებს მონუმენტთან რამდენიმე ასეული ადგილობრივი კატა დახვდათ. კატები კნაოდნენ, ჩხაოდნენ, მარტში საკეთებელს დეკემბერშივე აკეთებდნენ...

გასულ კვირაში რომელიღაც რაიონის რომელიღაც სოფელში ვიღაცამ სტალინის ბიუსტი გადმოაგდო (აბა, მერილინ მონროს ბიუსტზე ვინ არ გადმოაგდებს ენას?!) და ვარდისფრად შეღება. ერთი–ორი დღეც და, ალბათ, ყველამ ვნახეთ ვიდეორგოლი, რომელშიც ათი თუ თორმეტი ახალგაზრდა თავმომწონედ აცხადებს – მე შევღებეო...

რა შეიძლება, რომ ითქვას ანტისტალინურ გაგებაში და სტალინურ სიყვარულში? მხოლოდ ეს: ერთმა სირმა სტალინი გენსეკად დანიშნა, მეორე სირმა სტალინის ძეგლები მოაშთო, მესამე სირმა, ახლახანს, სტალინის ძეგლი აღადგინა, მეოთხემ ჩამოაგდო და შეღება, მეხუთე, მეევესე, მეშვიდე... მეათე და მეთერთმეტე სირებმა, სირების რჩევით და ხელშეწყობით, გადაიღეს ვიდეორგოლი – მე შევღებეო... ამას ქვია სირთა ვარამი. რაღა დროს სტალინია! მორჩა, დამთავრდა. მაშინ დამთავრდა, როდესაც ოთხმოციანების ბოლოს კატებმა მარტში საკეთებელი სტალინის ძეგლთან დეკემბერში გააკეთეს.

აქაოდა, სოციალურად აქტიურები ვართო, პროდასავლურებიო, ლიბერალებიო... განაგდეთ ხელიდან საგრანტო განაცხადი, მორჩით ჩუკენობას, აზრზე მოდით,  თორემ ხომ ხედავთ, სადამდე მივიდა სააკაშვილი – ერთადერთხელ გადაწყვიტა ბიბლიოთეკაში მისვლა და მაშინაც არ მიუშვეს! გამომივიდნენ, ალისტრახო თავგანწირულები!

აი, თავგანწირვის მაგალითი, წაიკითხეთ და ისწავლეთ: „დღეს საქართველოში ყოფილი სოციალური აგენტების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა რაოდენობა 23 ათას ადამიანს შეადგენს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაანებონ თავი 23 ათასი აგენტის და ასევე დაბალი თანამდებობის პირების დაკითხვას. „ჩემი ინიციატივა იყო დასაქმების სამინისტროს შექმნა და თუ მათ რაიმე კითხვები აქვთ, მე გავცემ პასუხს. განაცხადა ვანო მერაბიშვილმა“... „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონული ორგანიზაცია ხმაურის მიუხედავად დაფუძნდა“ – ეს უკვე სათაური იყო, თითქოს უადგილო, მაგრამ ეპოქის სული ხომ უნდა ვიგრძნოთ? „პარლამენტარები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი აშშ-ის სენატის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრნენ. მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი მიწვეულნი არიან ყოველწლიურ ტრადიციულ საუზმეზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სახელით იმართება ქალაქ ვაშინგტონში“ – ესეც ეპოქის სულის ამბავში იყო. ეპოქას ქვია „ვერ გაძღა მაგათი მუცელი“. იგივე ამბავში: „დავით უსუფაშვილი მზადაა დებატებზე მისთვის განკუთვნილი ბოლო 15 წუთი განმარტებისთვის იმ დეპუტატებს დაუთმოს, ვიზეც „ზეწოლა განხორციელდა“.

უკაცრავად, მაგრამ, რომელ ზეწოლაზეა საუბარი? შემთხვევით, იმაზე ხომ არა, რომლის ოთხმოცი ფირიც არსებობს? ვინმე დაიჯერებს, რომ ის ფირები დატოვეს და ასლები არ წაუღიათ?! ზოგი ალპინისტ–დამგველებად გააფორმეს და ზოგიც, უბრალოდ, ანეტამ დაუძახათ და, გააფორმეს და გააფორმეს!

„ქდმ-ს დატოვება ჯერ კიდევ არჩევნებამდე მქონდა განზრახული. თუმცა ეს არ გავაკეთე, რომ არჩევნების წინ პარტიისა და მისი წევრების ინტერესები არ დამეზარალებინა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზაზა გაბუნიამ“... მომკლავს ამათი თავმდაბლობა. ზუსტად ვიცი, რომ ზაზა გაბუნიას ქდმ–ს დატოვება ჯერ კიდევ ქდმ–ს შექმნამდე ჰქონდა განზრახული. „ჯაბა სამუშია - ქდმ ჯერ კიდევ დეკემბერში დავტოვე“ – რავა ყველაფერი ყველაზე გვიან მე უნდა გავიგო!

„არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ დეპუტატებიც საკუთარ კაბინეტებში დაიკითხონ“ – კბილაშვილმა კარგად იცის, რომ ეგეთი დეპუტატებისთვის კაბინეტი იგივეა, რაც ეგეთივე ავადმყოფებისთვის ლოგინი. „დავით კირკიტაძე ითხოვს, რომ ვაუჩერები ქალაქების მაცხოვრებლებმაც მიიღონ“ – კარგია, ჯაგა, გოროდი?!

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტს მოუწოდებს, საკანონმდებლო პროექტების განხილვისა და დამტკიცების პროცესი იმგვარად დაგეგმოს, რომ სამოქალაქო სექტორს მასში ჩართვისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცეს“ – ტაშიიი, ტაში!!!

სამი ოცნება მაქვს: 1. ვნახო რომი. 2. ვნახო პარიზი. 3. ვნახო ენჯეოშნიკი, რომელიც გამარჯობას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გეტყვის.

„თუ თქვენ სააკაშვილი გაშინებთ, ჩვენ გვაშინებს ივანიშვილი“, – ასე მიმართა უმცირესობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას“ – დარჩიაშვილი ენჯეოშნიკებზე გამახსენდა.

„ზეწოლების მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ გატეხვა, სიამაყით გეტყვით, რომ ვერ შეძელით. ვერ შეძელით თავისუფლების დამარცხება და ესაა დიდი იმპულსი, რომ მომავლისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა“. დარჩიაშვილმა წიკლაური გამახსენა და რა გამოდის? გამოდის, რომ ენჯეოშნიკებზე ყველა წიკლა და წაკლა უნდა გამახსენდეს? ოოო, ჩვენ ამას არ დავუშვებთ!!!

„ზურაბ ჯაფარიძე – მთელი საშემოდგომო სესია დავუთმეთ იმას, რომ ხორკლებს ვითვლიდით პრეზერვატივზე“ – ენჯეოშნიკებზე ზურაბ ჯაფარიძეც გაგახსენდება, მაგრამ აწი ზურაბ ჯაფარიძე გაგახსენდება პრეზერვატივზეც და არც არაფერი დაშავდება, თუ პირიქითაც მოხდება, რადგან ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას.

ხოლო ამ ყველაფერზე – პრეზერვატივზე და ჯაფარიძეზე, დარჩიაშვილზე და წაკლაზე, ზაზა გაბუნიაზე და ყვარყვარეზე, ბაქრაძეზე და ქლიბზე, სააკაშვილზე და უბორნიაზე – ყოველთვის გაგახსენდებათ ის, რასაც ახლა მოზრდილი, ნაწყვეტ–ნაწყვეტი (კონტექსტის დეფლორაციის გარეშე) ციტატის სახით შემოგთავაზებთ:

„ორშაბათს, 11 თებერვალს გადაწყდება დარჩებიან  თუ არა “იმედის” დილის ეთერის წამყვანებად დათო ქაცარავა და სალომე გოგიაშვილი. მათი ტელევიზიაში დარჩენის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 18 იანვარს “ტელეიმედის” გადაცემა“იმედის დილაში” გავიდა სიუჟეტი, საიდანაც ირკვეოდა, რომ სუროგატმა დედამ მომღერალ ელტონ ჯონს და მისი მეუღლეს მეორე შვილი გაუჩინა.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში გადაცემის წამყვანებმა გააკეთეს ორი კომენტარი: (1) “გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის ორივე სუროგატი შვილი”; (2) “ნამდვილად არ მშურს ელტონ ჯონის სუროგატი შვილის, რომ გაიზრდება და ორი მამა რომ ეყოლება, არ იქნება სახარბიელო მდგომარეობა, რომ გითხრა”.

ადმინისტრაციის ინიციატივით, 21 იანვარს “იმედის” ეთიკის საბჭო “იმედის დილის” სარედაქციო ჯგუფს შეხვდა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არიან ჟურნალისტები შორენა შავერდაშვილი და ზვიად ქორიძე, იურისტი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და არხის მფლობელი კომპანიის დირექტორი, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი ლიანა ჟმოტოვა (ლიკა პატარკაციშვილი).  “გასაუბრების მიზანი იყო, იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა წამყვანების კომენტარები პირდაპირ ეთერში, რომელმაც საზოგადოებისცალკეული ჯგუფების მწვავე რეაქცია გამოიწვია”, - ამბობს შორენა შავერდაშვილი და აღნიშნავს, რომ საბჭოს დასკვნით, წამყვანებმა მართლაც გააკეთეს პირდაპირ ეთერში ჰომოფობიური განცხადებები, რითაც დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი. მისივე თქმით, ეთიკის საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ “იმედის” ყველა ჟურნალისტს ჩაუტარდეს ტრენინგი იმისათვის, რომ მათ გააცნობიერონ მაუწყებლობის შესახებ კანონი და ის ეთიკის ნორმები, რომელსაც ხელს აწერს “იმედი”.

აბა, ყოველივე ამის შემდეგ, როგორ გავბედავ და როგორ ვიტყვი, რომ არც მე ვისურვებდი იმ ბავშვის ადგილზე ყოფნას! თქვენ თუ გაბედავთ? ნუთუ ვერც თქვენ?! ვინ შეგვაშინა, რამ დაგვაჩაჩანაკა...

ჰოდა, რადგან ასეა, გადავიღოთ ვიდეორგოლი და ყველამ ცალ–ცალკე და ყველამ ერთად ვთქვათ ეს სიტყვები: „მე მინდა ვიყო ბავშვი, რომელსაც თეა თუთბერიძე გიგა ნასარიძეს და ალისტრახო როხვაძეს გაუჩენს“.

ამის შემდეგ რაღა უნდა ვთქვა და გავიხსენო? ალბათ, მხოლოდ ის, რაც შალვა ნათელაშვილმა თქვა – „შალვა იყოს და პოლიტკომიტეტი ბაღდადიდან მოვა“.

შალვა იყოსო... იყოს, რა!

ოღონდ, ბუზებს, გარდა თაფლისა, სხვა რამეც უყვართ.

ს.ვ.პ. (საწყალი ვადაგასული პრეზიდენტი) ვიღაც ქუჩის მაწანწალებს ვკითხეთ და იმათ გვიამბეს, ყველა ისე მივიდა წარმოდგენაზე, ვითომ არაფერი იცოდა; სულ ჩუმად ისხდნენ, სანამ საწყალი ბებერი მეფე სცენაზე კუნტრუშს არ მოჰყვა. მაშინ კი, ხალხს ვიღაცამ ანიშნა, ყველანი წამოიშალნენ და იმათ მისცვივდნენო.

(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)