The Guardian: ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ტრამპი მერილენდში სამხედრო აღლუმს მოაწყობს

The Guardian: ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ტრამპი მერილენდში სამხედრო აღლუმს მოაწყობს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს მერილენდში სამხედრო აღლუმს მოაწყობს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Guardian-ი წერს.

მისი ინფორმაციით, ღონისძიება მერილენდის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. The Guardian-ი წერს, რომ ღონისძიებაზე ტრამპს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, სამხედროები გამოემშვიდობებიან. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულები არიან ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები. არაა გამორიცხული, რომ აღლუმს პრეზიდენტის რიგითი მხარდამჭერებიც დაესწრონ.

მოსაწვევებში, რომლებიც სტუმრებს თეთრმა სახლმა დაუგზავნა, აღნიშნულია, რომ ცერემონია დილის 08:00 საათზე გაიმართება.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს არის დაგეგმილი. ცერემონიას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. რაც შეეხება ტრამპს, ის ინაუგურაციას არ დაესწრება.