წინა კვირის ქართული პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი პროვოკაცია დაგეგმა და მხოლოდ ბედის წყალობა გახლდათ, ხალხსა და „ნაციონალებს“ შორის გამართული მორიგი ცემა-ტყეპა უფრო მძიმე შედეგებით რომ არ დასრულდა.
კვირაობით ტრადიციულად ქართველი ხელოვანების სახალისო ისტორიებს გთავაზობთ, მაგრამ ამჯერად პოლიტიკაზე უნდა გესაუბროთ. საინტერესო მოგონებების გადაკითხვა კარგია, მაგრამ პარასკევის ინციდენტის შემდეგ მხოლოდ ორი დღეა გასული და იმ მძიმე საღამოს შთაბეჭდილებიდან ჯერ ვერ გამოვსულვარ.
რა გახდა ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ოდიოზური თავკაცი. სააკაშვილი დღემდე ვერ მიმხვდარა რომ საქართველოში მისი არსებობა აღარავის უნდა. წავიდეს უცხოეთში, ან დარჩეს ქვეყანაში ოღონდ პოლიტიკურ აქტიურობას თავი დაანებოს. ერთ რჩევასაც მივცემდი. უფროსი მასწავლებელი ედუარდ შევარდნაძის მსგავსად მემუარების წერა დაიწყოს და მსოფლიოს „საქართველოში დემოკრატიის აშენების“ მისეული გამოცდილება გააცნოს.
მშვენივრად იცოდა ბატონმა მიხეილმა რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თავის დროზე მის მიერ გამწარებული ადამიანები დახვდებოდნენ. ამის მიუხედავად მორიგი პროვოკაცია მოაწყო და თუნდაც თავისი ერთგული თანაგუნდელები ხალხთან დაპირისპირებისთვის გაწირა.
„უმცირესობაში“ მყოფი „ნაციონალები“ სახიფათო პოლიტიკურ თამაშს ეწევიან. ერთხელაც იქნება პოლიცია მათ უსაფრთხოებას ვეღარ დაიცავს და გამწარებული თანამემამულეები ანგარიშს ბოლომდე გაუსწორებენ. იძახიან, ქვეყანაში დიდი მხარდაჭერა გაგვაჩნიაო. მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარონ. იგივე სააკაშვილმა, უგულავამ, მინაშვილმა, ბოკერიამ და სხვებმა ყოველგვარი დაცვის გარეშე, თუნდაც თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის ძეგლამდე გაიარონ. დარწმუნებული ვარ, გზის ამ მონაკვეთზე არაერთი „სასიამოვნო“ წუთის გადატანა მოუწევთ.
ცალკე სალაპარაკო თემა თბილისის მერი გიგი უგულავაა. კაცს დასაჭერად აქვს საქმე და პირიქით, ჭკუას აქეთ გვასწავლის. რისი იმედი ჰქონდა, როდესაც ბიბლიოთეკასთან თავმოყრილ გაღიზიანებულ ხალხს ხელების ქნევით მიუახლოვდა და მათთან ფიცხელ ბრძოლაში გადაეშვა.
პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლისას სააკაშვილს სახეზე ღიმილი არ მოშორებია და თანამემამულეებს მორიგი ნოტაცია წაუკითხა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არსებობა უნდა შეწყვიტოს და ამ საქმეში ხალხმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს. რასაკვირველია ფიზიკური დაპირისპირებისა და ყოველგვარი ძალადობის სასტიკი მოწინააღმდეგე გახლავართ, მაგრამ ხალხმა ამ ადამიანებს სრული ობსტრუქცია უნდა მოუწყოს და აგრძნობინოს, რომ პოლიტიკიდან წავიდნენ.
დღევანდელ წერილში კვლავ სხვადასხვა ფორუმებიდან ამოკრეფილ ციტატებს წარმოგიდგენთ, რომლებიც პარასკევს საღამოს განვითარებული მოვლენებიდან ცხელ გულზეა დაწერილი. ადამიანების აზრი ერთია: მიშა წადი! გიგი წადი! „ნაციონალებო“ წადით!
„რომ მისულიყო პროვოკატორი იქნებოდა, რომ არ მივიდა მშიშარა.“
„რაც დათესეს იმას იმკიან, თუმცა ძალადობას არ ვიწონებ ღმერთმა დაიფაროს. თქვენ რომ ყოფილიყავით იმ პატიმრების ადგილზე რას იზამდით? მე უარესს ვიზამდი.“
„ვადაგასული არ გვაბარებს ხალხს ანგარიშს?“
„კატა თაგვობანას თამაშს ვერ ეშვება რა ეს ხალხი.“
„ნაცებო, თქვენს მაგივრად მე მრცხვენია, ეს რა კრეტინი და მატყუარა ლიდერი გაღირსათ ღმერთმა.“
„ჯერ სად ხარ მიშა. ეს ყველაფერი ფილმის დასაწყისია. ფინალი უნდა ნახო რა მაგარი იქნება. ნუთუ მრჩეველიც აღარ დაგრჩა გვერდით რომ გითხრას, ეგეთი ლექსიკით იმ 10% საც ნულისკენ რომ მიაქანებ.“
„სულ დედას რატომ ახსენებს?“
„ისეთ დღეშია ეს უბედური, მგონი მალე ინსულტი დაემართება!“
„პრეზიდენტი კი არა წისქვილის ჭორიკანაა ეგ კაცუნა.“
„ასეთი გულის ამრევი პრეზიდენტი არავის ჰყავს დედამიწის ზურგზე. სიძულვილის ენით ლაპარაკით არძინბასაც გადაუსწრო.“
„ვგიჟდები ამ კაცის ლექსიკონზე.“
„ეგ ჩემთვის და ბევრი ჩემნაირისთვის პრეზიდენტი კი არა, 5 იანვრის არჩევნების გაყალბების შემდეგ არის ხელისუფლების უზურპატორი, ხოლო 20 იანვრის შემდეგ კონსტიტუციის უკანონოდ მორგებით ვადაგასული უზურპატორი. ასე რომ, მოქალაქე სააკაშვილი ჩემთვის არის თაღლითი და მოძალადე, რომელსაც პოლიტიკური სანაგვე მაინც არ ასცდება.“
„ხაბაზი რას იჭაჭება.“
„ისე, რაც მართალია, მიშა ძირითადად უგულავას, ახალაიას, ადეიშვილის და მერაბიშვილის (ცოლის უფრო) დაღუპულია. არ უნდა დაეფარა ხელი მაგათზე თავის დროზე. ახლა იმკის შედეგებს. სრულიად დისკრედიტირებულია საზოგადოების თვალში.“
„განწყობა შექმნეს უკვე რომ ყვირის შოუ დავდგათო. ახლა შენ გადააფიქრებინებ ამათ?“
„რას ყვირის კარგად ნახეთ კადრები, მიდით შოუ დადგითო, პირდაპირ მოუწოდებს ხალხს. მე მგონი ნაცები დაყრუვდით. იმ გაღიზიანებულ ხალხს რომ კიდევ მაგას ეუბნება, არ არის მოწოდება?“
„იქ კი არ წავიდა სადაც კედელი ჰქონდა გაკეთებული პოლიციას, სხვა შესასვლელთან, წინ გავიდა სადაც ხალხი გიჟს ჰგავდა და ეკაიფებოდა აქეთ - მოდით მოდითო.“
„უგულავა სპარტის მეფე ლეონიდასივით არ შევარდა მასაში!“
„აკო მინაშვილის არ იყოს, დედა აგინა ხალხს და კიდევ ქვები რატომ ესროლესო? პოლიტიკოსს რომ ყოველთვის მეტი თავშეკავება მართებს უნდა იცოდეთ ეგ. პირიქით, გიგის უნდა მოეწოდებინა ხალხო დაწყნარდით, არაა საჭირო ასეთი დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნისთვისო და პირიქით კი არ უნდა გაეღიზიანებინა ხალხი.“
„ვერ ხვდებით რომ 20 წელია ხალხი ერთმანეთს ქუჩაში არ დაპირისპირებია? ძალიან ცუდია როცა პოლიცია ძალას იყენებს, მაგრამ ასჯერ საშიშია მოქალაქეებს შორის დაპირისპირება.“
„გიგი უგულავა დამნაშავეა!!! კადრებში კარგად ჩანს როგორ მოდის და როგორ ყვირის მოდით შოუ დავდგათო. გაგიჟებულ და აღელვებულ ხალხში შევარდა, იცოდა რაც მოხდებოდა, თან იძახოდა შოუ დავდგათო. უგულავა დასაჭერია!“
„უგულავა მექსიკელებთან უნდა ჩასვა სან-დიეგოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და შემდეგ ჭკუას ისწავლის.“
„გიგი რა მარაზმია. ხალხში როგორ მიდიოდა ყოჩაღი გლადიატორივით.“
„უგულავა უნდა გადადგეს და მოგვწყდეს თავიდან. თბილისელები იმსახურებენ კარგ მერს.“
„მიშას თუ პროვოკაციის არიდება უნდოდა, ორი დღით ადრე იყო ცნობილი რომ იქ სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებდნენ და მაინცდამინც იქ უნდა მისულიყო.“
„უგულავას კიდევ ცოტა მოხვდა, რომ შევარდა იმ გადარეულ ხალხთან რა ეგონა, მადლობა თქვას ცოცხი რომ არ გათხარეს უკან.“
„უგულავა ისე უნდა ეცემათ, ერთი თვე ფეხზე რომ ვერ დამდგარიყო, სხვები ისწავლიდნენ ჭკუას. საქართველოში უგულავებს და მისნაირებს რომ კაცებს ეძახიან იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. მიდით პამპერსი გამოუცვალეთ და ჩაბანეთ კიდეც, ლაჩარი მაიმუნი. (მაიმუნებთან დიდი ბოდიში, სიტყვამ მოიტანა).“
„თავპირი უნდა დაელეწა მაგ ხალხს ამ უგულავასთვის, ვერ მოხვდა კიდევ კარგად. უმძიმესი დამნაშავეა გიგი უგულავა, რამდენს აბედინებენ. ნაცხროვა რამდენიც ხალხში გამოვა და თავპირს დაულეწავენ იმდენი ეს გიენები იყაყანებენ ხელისუფლების მოწყობილი პროვოკაციააო და ქვეყანას ბოლომდე იმიჯს ულახავენ. რეალურად ძალიან კარგად იციან რომ ხალხში სიძულვილი დათესეს თავისი სიბინძურეების გამო, ოჯახი არ დარჩენილა ვისაც არ შეეხნენ. ქვეყანაა თუ ყანაა ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა გახდეს უგულავა ხალხის დასასჯელი. რა გახდნენ ესეთი მოუშორებლები ან სად შეიყარა ამდენი გარეწარი ერთად. პროკურატურის უმოქმედობის ბრალია, დაიჭირონ ეს უგულავა და დადონ ისეთი ფაქტები რომ ყველამ ენა ჩაიგდოს და ხმა ვეღარ ამოიღოს.
სულ ფეხზე მკიდია ევროპა აღშფოთდება თუ ამერიკის სენატი. ხედავს ხალხი რომ ეს გარეწარი არ ისჯება, კიდევ აქეთ გვედიდგულება, მაგის თავხედობას მართლა არ ჰქონია საზღვარი და ამიტომაც მოხდა ეს რაც დღეს მოხდა. არიქა სასამართლო ჯერ ნაცების ხელშია და ამიტომ ვერ იჭერენო. რა შუაშია. პროკურატურამ წაუყენოს ბრალი, ოღონდ რეალური ფაქტები და გიგი უგულავასნაირი ყაჩაღის მიმართ თუ პროკურატურა სამხილებს ვერ დებს ესე იგი ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ამ უწყებას.“
„ეს ეგრეთ წოდებული დეპუტატები რომ გამოდიან და ვენებს იჭრიან, ეს რა ძალადობა მოხდაო,ზოგიერთებს ბოდიში და ფეხებზე ეკიდათ 7 ნოემბერს რაც მოხდა ან 26 მაისს, უფრო მეტიც. კარგად მახსოვს, იგივე ბატონი გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი და სხვები როგორ გამოდიოდნენ და ირონიული სახეებით ამბობდნენ, რომ ეს დემოკრატიის ნაწილიაო და თურმე ამჟამად ვიმყოფებით ტირანიაში. მანამდე კი დემოკრატიის ზეიმი იყო. ეს დემოკრატიის ზეიმი მთელი 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა: პატიმრების ტანჯვა-წამებაში, ტელევიზიის დარბევაში, მიტინგებზე ხალხის უმოწყალოდ ცემასა და წიხლქვეშ გაგდებაში, ოპოზიციის მომხრეების ცემა-ტყეპაში, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩაგდებაში, ახალგაზრდა ბიჭების ჩახოცვაში. ამ ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს ვეკითხები, რთულია ხომ როდესაც თქვენივე დათესილს იმკით?“
„მიშას მიერ მსხვერპლად გაღებული გიგი, გუნავა და სხვა ბევრი კიდევ. რა ძალა ედგათ, რა უნდოდათ? პროვოკატორები.“
„ასეთი რამე პარიზის მერმა რომ გააკეთოს, დედას არ უტირებენ?“