Twitter-მა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორი გრინის ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ანგარიში დროებით დაიბლოკა, ამის მიზეზი კი ტეილორ გრინის მიერ Twitter-ის საჯარო პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევა გახდა. კერძოდ, ჯორჯიის შტატის ახლად არჩეული კონგრესმენი შტატის მთავრობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.
მან კონგრესში ადგილი მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი დემოკრატი ოპონენტი საარჩევნო რბოლას გამოეთიშა. გრინი კონგრესში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხის წარდგენას გეგმავს.
თავის მხრივ, გრინმა Twitter-ი კონსერვატორი პოლიტიკოსების ხმების ჩახშობაში დაადანაშაულა.
გრინი 2017 წელს კონსპირაციული თეორია QAnon-ს ავრცელებდა, თუმცა მოგვიანებით უკან დაიხია და აღნიშნა, რომ ეს მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის. QAnon-ის მომხრეებს სჯერათ, რომ დონალდ ტრამპი პედოფილებს ებრძვის, რომელთა შორის „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერების და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.