სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები უნდა განაგრძოს, რათა დონალდ ტრამპის მიერ მიღწეული პროგრესი განმტკიცდეს.
„ბაიდენის ადმინისტრაციის ინაუგურაცია გადამწყვეტი მომენტია აშშ-სა და სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის დიალოგის ახლად დაწყებისთვის, რათა გადავიბაროთ ის მიღწევები, რაც ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო. დიალოგის დაჩქარება შესაძლებელია, თუ სინგაპურის დეკლარაციიდან დავიწყებთ და მოლაპარაკებების დროს კონკრეტული ზომების გატარებას შევეცდებით“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
მუნ ჩჟე ინმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი წვრთნების საკითხი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ომის რეპეტიციად მიიჩნევს, შესაძლოა, კორეათაშორისი სამხედრო საბჭოს განახლების შემდეგ განიხილონ.