დრეზდენში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხე გაიხსნება. გადაწყვეტილება საქსონიის ფედერალური მიწის მთავრობამ მიიღო.
გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ლტოლვილთა მიმღები ცენტრის ბაზაზე გახსნიან, რომელიც დრეზდენში 2027 წელს აშენდა.
ციხეში ის მოქალაქეები მოხვდებიან, რომლებიც კარანტინის რეჟიმს განმეორებით დაარღვევენ. 5 იანვარს გერმანიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნი“ 31 იანვრამდე გაახანგრძლივა და მოსახლეობას სოციალური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ მოუწოდა.