პალესტინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

პალესტინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

პალესტინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მოაწერა ხელი.

საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 22 მაისს, საპრეზიდენტო კი 2021 წლის 31 ივლისს გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება 120-მანდატიანი პარლამენტი. კენჭისყრა გაიმართება როგორც ღაზას სექტორში, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

ბოლო საპარლამენტო არჩევნები პალესტინაში 2006 წელს გაიმართა, რომელშიც „ჰამასმა“ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მაჰმუდ აბასმა გაიმარჯვა, 2005 წელს გაიმართა.