ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება.
სადიროვმა 1,1 მილიონზე მეტი ხმა მიიღო (79,23%), მისმა უახლოესმა მდევარმა, ადახან მადუმაროვმა კი 95 000 ხმა (6,8%).
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში 10 იანვარს გაიმართა. პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმზე მმართველობის ფორმის საკითხი იყო გატანილი. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1,1 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობას კი 152 ათასმა ადამიანმა.
2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჟაპაროვი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.