კორეის შრომის პარტიის მერვე ყრილობასთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმზე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ წყალქვეშა ბაზირების ახალი ბალისტიკური რაკეტები წარადგინა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ აღნიშნულ რაკეტებს „მსოფლიოში უძლიერესი იარაღი“ უწოდა.
სამხედრო აღლუმი ფხენიანში, კიმ ირ სენის სახელობის მოედანზე გაიმართა და მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ესწრებოდა.