ესპანეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა. ესპანური მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 38 869 ადამიანს დაუდასტურდა, 195 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
წინა ანტირეკორდი 30 ოქტომბერს იყო დაფიქსირებული, როდესაც ერთ დღეში კორონავირუსი 25 595 ადამიანს დაუდასტურდა.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 2 176 089 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 52 878 პაციენტი ემსხვერპლა, 150 376 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.