დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა დაუჭირა. ვადაზე ადრე პრეზიდენტის გადაყენება მიჩიგანელმა კონგრესმენმა ფრედ აპტონმაც მოითხოვა.
„კონგრესმა პრეზიდენტი ტრამპი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რაც ნათელი სიგნალი იქნება იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე უარის თქმას არ შეეგუება,“-ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.
აპტონი მეოთხე რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელმაც იმპიჩმენტის მომხრეთა რიგებს შეუერთდა.