რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდება.
„კითხვა „დავბრუნდე თუ არა“ არასდროს დამისვამს. უბრალოდ იმიტომ, რომ არასდროს დამიტოვებია ქვეყანა. 17 იანვარს სახლში ვბრუნდები“, - დაწერა ალექსეი ნავალნიმ Twitter-ზე.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.